TAV Georgia-ს ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის შენობა 40%-ით გაფართოვდა.

გაფართოებული ინფრასტრუქტურა და მულტიფუნქციური სივრცე

განახლებული ნაგებობა $1000 მ^2$ ფართობს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე, სახანძრო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, განთავსებულია სამეთვალყურეო კოშკურა, საავარიო ოპერატიული ცენტრი, სასწავლო ცენტრი, საწყობი, ოფისები და სხვა საჭირო სივრცეები.

ICAO-ს მე-9 კატეგორია და პერსონალის საჭიროებები

აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურს ICAO-ს სტანდარტით მე-9 კატეგორია მიენიჭა. ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა მეხანძრე-მაშველების რაოდენობა და დადგა მათთვის დამატებითი კომფორტისა და ხარისხიანი სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ ICAO (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) აეროდრომების სახანძრო-სამაშველო მზადყოფნას სულ 10 კატეგორიით აფასებს. ეს კატეგორიები იმ საჰაერო ხომალდების ზომითა და ტიპებით განისაზღვრება, რომლებსაც აეროპორტი ემსახურება.

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Istanbul4 November 20265 November 2026ავიაბილეთები 241 -დან
Milan3 December 20268 December 2026ავიაბილეთები 242 -დან
Antalya28 October 20266 November 2026ავიაბილეთები 242 -დან
Geneva1 December 20264 December 2026ავიაბილეთები 265 -დან
Yerevan2 October 202611 October 2026ავიაბილეთები 276 -დან
Adler/Sochi31 December 202610 January 2027ავიაბილეთები 304 -დან
Ankara24 October 202631 October 2026ავიაბილეთები 340 -დან
Warsaw20 November 202627 November 2026ავიაბილეთები 356 -დან

მაღალი კლასის ხომალდების მომსახურება და ავტოპარკის განახლება

მე-9 კატეგორია, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახური აკმაყოფილებს, მაღალი კლასის საჰაერო ხომალდებს მოიცავს (B777, B787, A350 და მსგავსი ტიპები). ეს კატეგორია, მეხანძრე-მაშველების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მოითხოვს მაღალი ტევადობის სახანძრო მანქანებს, უმოკლეს დროში რეაგირების შესაძლებლობას, დამატებით ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და ოპერატიულ სივრცეს.

TAV Georgia-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მოთხოვნები ეტაპობრივად უზრუნველჰყო. მათ შორის, განაახლა ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის ავტოპარკი და შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების, სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო მანქანა. ამ ეტაპისთვის აღნიშნული სამსახური დაკომპლექტებულია სათანადოდ აღჭურვილი 4 ერთეული ძირითადი და 3 ერთეული დამხმარე სახანძრო-სამაშველო ავტომობილით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიQatar Airways-ის ახალი JWC პოლიტიკა: მეტი მხარდაჭერა, მეტი დაცვის მექანიზმი
შემდეგი სტატიაWizz Air-ის ახალი პირდაპირი რეისი ვენეციის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted