საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავმა ავიაკომპანიამ Tbilisi Airways -მა აღადგინა ფრენები თბილისის აეროპორტი -დან თელავივის მიმართულებით. რეგულარული რეისებს 12 ივნისიდან შემოგვთავაზებს. ოპერირება კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება, ზაფხულის მთელი სეზონის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისი ეარვეისი ფრენებს ბენ გურიონის აეროპორტში აქამდეც ახორციელებდა. ავიაკომპანია რეგულარულ ჩარტერულ რეისებს თბილისი-თელავივი-თბილისი –ს მიმართულებით 2022 წლის დეკემბრიდან გვთავაზობდა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ახლო მომავალში ჩარტერული რეისების განხორციელებას თბილისი-ერაყის, კერძოდ ერბილის მიმართულებითაც გეგმავს.
თბილისი თელ-ავივის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
11 ივლისი 2025 | 27 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 906 -დან |
7 აგვისტო 2025 | 14 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 004 -დან |
22 სექტემბერი 2025 | 29 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 670 -დან |
„თბილისი ეარვეისი“ ახალი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც 2021 წლის მარტში დაარსდა. ავიაკომპანიის მთავარ მიზანს ახალი ბაზრების ათვისება და ინოვაციური კავშირების დამყარება წარმოაადგენს ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის.