თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფრთხოების და მომსახურების მაღალი სტანდარტები – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული რესერთიფიცირების აუდიტი წარმატებით გაიარა და საერთაშორისო აღიარება ISAGO-ს სერთიფიკატის სახით ხელახლა მოიპოვა.

ISAGO წარმოადგენს მნიშვნელოვან დასტურს იმისა, რომ აეროპორტში მიწისზედა მომსახურება სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს და ხარისხის მაღალ დონეს. აღნიშნული სერთიფიკატი დადებითად მოქმედებს აეროპორტის საერთაშორისო იმიჯზე და ზრდის ავიაკომპანიების ნდობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არსებული და პოტენციური ავიაგადამზიდავების მოზიდვაში.

იაფი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 323 -დან
ალმაატა27 თებერვალი 20268 მარტი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 309 -დან
ამსტერდამი2 მარტი 20268 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 976 -დან
ანკარა9 მარტი 202616 მარტი 2026AJetავიაბილეთები 419 -დან
ათენი30 აპრილი 20269 მაისი 2026Sky Expressავიაბილეთები 687 -დან
აბუ დაბი10 თებერვალი 202612 თებერვალი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 255 -დან

თბილისის აეროპორტი ამ აღიარებას მანამდეც ფლობდა, თუმცა მიმდინარე რევიზიის წარმატებით დასრულების შემდეგ მისი მოქმედების ვადა განახლდა. ახალი სერთიფიკატი 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა აეროპორტის მმართველ კომპანიას – ტავ ჯორჯიას, და ორი წლის ვადით იმოქმედებს.

ტავ ჯორჯია უკვე ორი ათწლეულია, რაც საქართველოში ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებაა. ISAGO-ს სერთიფიკატი სწორედ ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასტურია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 ივნისიდან, Omnibus და Georgian Bus თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ, ახალი მისამართებიდან გავლენ
შემდეგი სტატიაChina Eastern Airlines საქართველოში ფრენებს განიხილავს – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments