თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფრთხოების და მომსახურების მაღალი სტანდარტები – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული რესერთიფიცირების აუდიტი წარმატებით გაიარა და საერთაშორისო აღიარება ISAGO-ს სერთიფიკატის სახით ხელახლა მოიპოვა.

ISAGO წარმოადგენს მნიშვნელოვან დასტურს იმისა, რომ აეროპორტში მიწისზედა მომსახურება სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს და ხარისხის მაღალ დონეს. აღნიშნული სერთიფიკატი დადებითად მოქმედებს აეროპორტის საერთაშორისო იმიჯზე და ზრდის ავიაკომპანიების ნდობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არსებული და პოტენციური ავიაგადამზიდავების მოზიდვაში.

იაფი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი23 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 219 -დან
ალმაატა21 იანვარი 202625 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 964 -დან
ამსტერდამი18 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Transaviaავიაბილეთები 658 -დან
ანკარა12 იანვარი 202612 იანვარი 2026AJetავიაბილეთები 445 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 479 -დან
აბუ დაბი2 მარტი 20269 მარტი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 788 -დან

თბილისის აეროპორტი ამ აღიარებას მანამდეც ფლობდა, თუმცა მიმდინარე რევიზიის წარმატებით დასრულების შემდეგ მისი მოქმედების ვადა განახლდა. ახალი სერთიფიკატი 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა აეროპორტის მმართველ კომპანიას – ტავ ჯორჯიას, და ორი წლის ვადით იმოქმედებს.

ტავ ჯორჯია უკვე ორი ათწლეულია, რაც საქართველოში ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებაა. ISAGO-ს სერთიფიკატი სწორედ ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასტურია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 ივნისიდან, Omnibus და Georgian Bus თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ, ახალი მისამართებიდან გავლენ
შემდეგი სტატიაChina Eastern Airlines საქართველოში ფრენებს განიხილავს – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments