თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ (ტავ ჯორჯია) სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ გადაეცათ სასწავლო სტიპენდიები, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ.

წელს, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს:

  • საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება
  • საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
მილანი8 აპრილი 202713 აპრილი 2027ავიაბილეთები 222 -დან
ერევანი30 ივნისი 20267 ივლისი 2026ავიაბილეთები 272 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 273 -დან
ჟენევა15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 295 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 377 -დან
ბუქარესტი7 ივლისი 202614 ივლისი 2026ავიაბილეთები 430 -დან
სტამბოლი18 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 444 -დან
სტოკჰოლმი1 ივნისი 202710 ივნისი 2027ავიაბილეთები 450 -დან
პალმა18 მაისი 202727 მაისი 2027ავიაბილეთები 478 -დან
მინვოდი18 ივნისი 202621 ივნისი 2026ავიაბილეთები 490 -დან

თანამშრომლობა და პრაქტიკული უნარების განვითარება

გარდა სტიპენდიებისა, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია, TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ, TAV Georgia წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.

20 წლიანი წვლილი კადრების განვითარებაში

TAV Georgia საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში.

დღეისთვის TAV Georgia-ს 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნების გარდა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე იმ ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უცნაური მიზეზები, რის გამოც ფრენა გაუქმდა
შემდეგი სტატიაიაფი ავიაბილეთები და სეზონური ტენდენციები საქართველოს ბაზარზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted