თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ (ტავ ჯორჯია) სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ გადაეცათ სასწავლო სტიპენდიები, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ.

წელს, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს:

  • საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება
  • საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

იაფი ფრენები - გამგზავრება: თბილისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ერევანი4 მაისი 20277 მაისი 2027ავიაბილეთები 88 -დან
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027ავიაბილეთები 156 -დან
ჟენევა25 დეკემბერი 20268 იანვარი 2027ავიაბილეთები 239 -დან
მილანი17 დეკემბერი 20267 იანვარი 2027ავიაბილეთები 257 -დან
მოსკოვი29 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 292 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 336 -დან
კრასნოდარი27 ნოემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 348 -დან
მინვოდი6 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 357 -დან
ბაქო1 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 377 -დან
სტამბოლი11 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 402 -დან

თანამშრომლობა და პრაქტიკული უნარების განვითარება

გარდა სტიპენდიებისა, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია, TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ, TAV Georgia წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.

20 წლიანი წვლილი კადრების განვითარებაში

TAV Georgia საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში.

დღეისთვის TAV Georgia-ს 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნების გარდა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე იმ ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დ
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უცნაური მიზეზები, რის გამოც ფრენა გაუქმდა
შემდეგი სტატიაიაფი ავიაბილეთები და სეზონური ტენდენციები საქართველოს ბაზარზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted