” ტავ ჯორჯია “, რომელიც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT სისტემებისა და საოპერაციო ტექნიკის განახლებისთვის, კომპანიის მიერ გამოყოფილია 12.5 მილიონი ლარი.

ტავ ჯორჯია -ს ტექნიკური მენეჯერის, ალუდა ცაბაურის თქმით, დაგეგმილია როგორც აეროდრომის, ისე ტერმინალის განახლება. მგზავრთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

კომპანიის განცხადებით, პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება მგზავრების დახვედრის სივრცის გაფართოება და ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს როგორც მგზავრებს, ისე საოფისე და კომერციულ დანიშნულებას. იგეგმება ასევე პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება და ტერმინალის წინა ნაწილის მოდერნიზაცია.

ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი16 მარტი 202624 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 296 -დან
ალმაატა24 ივლისი 20269 აგვისტო 2026Air Astanaავიაბილეთები 1 126 -დან
ბაქო8 მაისი 202610 მაისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 785 -დან
დუბაი8 აგვისტო 202613 აგვისტო 2026Emiratesავიაბილეთები 1 624 -დან
ერევანი11 ივლისი 202613 ივლისი 2026FlyOneავიაბილეთები 668 -დან
სტამბოლი15 აპრილი 202622 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 381 -დან
კრასნოდარი20 თებერვალი 202611 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 336 -დან
სამარა8 ივნისი 202622 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 785 -დან
კაზანი16 მაისი 202623 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 831 -დან
სანკტ პეტერბურგი13 მაისი 20263 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 160 -დან

გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმის აეროპორტი -ს აეროდრომის ტერიტორიაზე თვითმფრინავების სადგომის გაფართოება 8200 მ²-ით და დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია 14 000 მ² ფართობზე. ამით აეროპორტს საშუალება ექნება ერთდროულად მოემსახუროს 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს (ICAO: C კოდი) და ერთ ვერტმფრენს.

ასევე, იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სარემონტო სამუშაოები კრიტიკულ ზონებში 45 000 მ²-ზე. მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც შესამჩნევად აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს, კომპანიას ავალდებულებს უზრუნველყოს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Serbia თბილისიდან ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაThai AirAsia X საქართველოსა და ტაილანდს შორის რეგულარული რეისების დაწყებას განიხილავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments