” ტავ ჯორჯია “, რომელიც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT სისტემებისა და საოპერაციო ტექნიკის განახლებისთვის, კომპანიის მიერ გამოყოფილია 12.5 მილიონი ლარი.

ტავ ჯორჯია -ს ტექნიკური მენეჯერის, ალუდა ცაბაურის თქმით, დაგეგმილია როგორც აეროდრომის, ისე ტერმინალის განახლება. მგზავრთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

კომპანიის განცხადებით, პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება მგზავრების დახვედრის სივრცის გაფართოება და ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს როგორც მგზავრებს, ისე საოფისე და კომერციულ დანიშნულებას. იგეგმება ასევე პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება და ტერმინალის წინა ნაწილის მოდერნიზაცია.

ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი30 დეკემბერი 202529 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 271 -დან
ბაქო11 ივლისი 202616 ივლისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 593 -დან
დუბაი6 ივნისი 202620 ივნისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 543 -დან
სტამბოლი21 თებერვალი 20261 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 336 -დან
კრასნოდარი30 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 299 -დან
სანკტ პეტერბურგი2 იანვარი 20269 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 947 -დან
მოსკოვი23 იანვარი 202625 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 647 -დან
მინვოდი25 იანვარი 20264 თებერვალი 2026Azimuthავიაბილეთები 300 -დან
მინსკი17 დეკემბერი 202515 იანვარი 2026Belaviaავიაბილეთები 853 -დან
ტაშკენტი29 მაისი 202612 ივნისი 2026Centrum Airავიაბილეთები 887 -დან

გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმის აეროპორტი -ს აეროდრომის ტერიტორიაზე თვითმფრინავების სადგომის გაფართოება 8200 მ²-ით და დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია 14 000 მ² ფართობზე. ამით აეროპორტს საშუალება ექნება ერთდროულად მოემსახუროს 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს (ICAO: C კოდი) და ერთ ვერტმფრენს.

ასევე, იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სარემონტო სამუშაოები კრიტიკულ ზონებში 45 000 მ²-ზე. მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც შესამჩნევად აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს, კომპანიას ავალდებულებს უზრუნველყოს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Serbia თბილისიდან ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაThai AirAsia X საქართველოსა და ტაილანდს შორის რეგულარული რეისების დაწყებას განიხილავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments