ტაივანი ძვირადღირებული ტურიზმის ახალ ეპიცენტრად იქცა, კუნძულის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მდიდარ მოგზაურებში. ტაივანის პრემიუმ ტურიზმის რეკორდულმა აღმავლობამ კი, ავიაკომპანიების სტრატეგია რადიკალურად შეცვალა. მაღალბიუჯეტიანი მგზავრთნაკადის მკვეთრ ზრდას გლობალურმა გიგანტებმა ფრენების სიხშირის მატებით უპასუხეს.

ტაივანის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდეს ისეთმა წამყვანმა ავიაკომპანიებმა, როგორებიცაა: Qatar Airways, Cathay Pacific, ANA, Singapore Airlines, Emirates და British Airways. ეს ნაბიჯი პირდაპირ მიანიშნებს პრემიუმ კლასის სერვისებზე მოთხოვნის მატებაზე – ავიაკომპანიებისთვის ეს ნიშნავს მეტ მაღალშემოსავლიან მგზავრს და მყარ პოზიციებს ბაზარზე, რომელიც სწრაფად იძენს საერთაშორისო მიმზიდველობას.

ტურისტების ინტერესს “მიშლენის გასაღებით(Michelin Key)” დაჯილდოებული უმაღლესი კლასის სასტუმროები იწვევს. Mandarin Oriental Taipei და სხვა ლეგენდარული ბრენდები მაღალშემოსავლიან სტუმრებს განსაკუთრებულ სერვისებსა და გამოცდილებას სთავაზობენ.

ტაივანი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცენტრი — ის აზიის ყველაზე მოდური და ძვირადღირებული ტურისტული მიმართულება ხდება. მაღალი კლასის სერვისი, უკეთესი ავიაკავშირები და ახალი ინვესტიციები კუნძულს რეგიონის ლიდერად აქცევს.

თუმცა, ტაივანი მხოლოდ ფუფუნების მოყვარული მოგზაურებისთვის არ არის. რა თქმა უნდა, ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა ნებისმიერ ტიპის მოგზაურისთვის არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ ტაივანში მოგზაურობით ხარ დაინტერესებული, Avia.ge დაგეხმარება მის დაგეგმვაში.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე: 551 907 907

მანამდე, კი თვალი გადაავლე ავიაბილეთებს ტაივანის მიმართულებით ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 დეკემბერი 20266 იანვარი 20272 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 578 -დან
29 დეკემბერი 202613 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 095 -დან
30 დეკემბერი 202614 იანვარი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 1 981 -დან
20 იანვარი 20275 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 1 936 -დან
20 აგვისტო 202728 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 252 -დან
22 აგვისტო 202727 აგვისტო 20272 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 3 280 -დან
26 აგვისტო 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 164 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმეტი რეისები სამხეთ ამერიკისკენ: Turkish Airlines-ის ქსელი ფართოვდება
შემდეგი სტატიასად იწყებს Pegasus Airlines ოპერირებას? – ავიაკომპანიის ახალი ევროპული მიმართულება უკვე ცნობილია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted