თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress -მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით: ანკარაში, ანტალიაში და იზმირში, კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი სანექსპრესმა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით 28 მაისს, ბოინგ 737- 800-ით შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია თბილისი-ანტალიის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს. თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას, თბილისი-ანკარას მიმართულებით ფრენები 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

თბილისი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ნოემბერი 202426 ნოემბერი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 339 -დან
2 დეკემბერი 20246 დეკემბერი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 375 -დან
8 იანვარი 202514 იანვარი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 393 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის თქვით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში თურქეთის ავიახაზებისა და ლუფთჰანზას მიერ დაფუძნებული შვილობილი თურქულ-გერმანული ავიაკომპანია, რომელიც ანტალიისა და იზმირის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, სან ექსპრესი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

დაგეგმეთ თქვნი მოგზაურობა sunexpress airlines -თან ერთად, გაემგზავრეთ ამ მშვენიერი ქალაქების მიმართულებით და ისარგებლეთ საუკეთესო ფასებით ავიაბილეთებე.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Astana საქართველოდან პირდაპირ რეისებს ამატებს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი მილანის მიმართულებით იწყებს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments