თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress -მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით: ანკარაში, ანტალიაში და იზმირში, კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი სანექსპრეს –მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით 28 მაისს, ბოინგ 737- 800-ით შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია თბილისი-ანტალიის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს. თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას, თბილისი-ანკარას მიმართულებით ფრენები 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის თქვით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში თურქეთის ავიახაზებისა და ლუფთჰანზას მიერ დაფუძნებული შვილობილი თურქულ-გერმანული ავიაკომპანია, რომელიც ანტალიისა და იზმირის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, სან ექსპრესი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.









