ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოგზაურობის მოყვარულები ხშირად იმედოვნებენ, რომ ბოლო წუთს „ცხელ-ცხელ“ ფასდაკლებებსა და იაფ შემოთავაზებებს იპოვიან. თუმცა, ტურისტული ბაზრის რეალობა სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. ტურისტული მიმართულებებისა და ავიაბილეთები გაძვირება როგორც ევროპაში, ისე სხვა პოპულარულ მარშრუტებზე, უკვე თვალსაჩინო ფაქტია.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca17 March 202724 March 2027ავიაბილეთები 79 -დან
Poznan26 December 20269 January 2027ავიაბილეთები 136 -დან
Thessaloniki21 December 20261 January 2027ავიაბილეთები 142 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027ავიაბილეთები 160 -დან
Athens18 January 202722 January 2027ავიაბილეთები 194 -დან
Milan4 February 202711 February 2027ავიაბილეთები 200 -დან
Warsaw3 December 20269 December 2026ავიაბილეთები 218 -დან

განსაკუთრებით მოთხოვნად ევროპულ კურორტებზე, მაგალითად, ბარსელონასა თუ იტალიის სანაპიროებზე, ფასების მკვეთრი მატება პირდაპირ კავშირშია გლობალურ, გაზრდილ საერთაშორისო მოთხოვნასთან.

ევროპა ამერიკელმა ტურისტებმა „დაიპყრეს“

როგორც სფეროს ექსპერტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, წელს ბაზარზე ფასების მინიმუმ 5-10%-იანი ზრდა ნამდვილად ფიქსირდება. ევროპის ყველაზე პოპულარულ და ელიტარულ კურორტებზე ტარიფების ასეთი ნახტომი, ძირითადად, ამერიკიდან წამოსული გიგანტური ტურისტული ნაკადებით არის გამოწვეული, რამაც სასტუმროებსა და სერვისებზე მოთხოვნა მაქსიმუმამდე გაზარდა.

ხალხის რიგი აეროპორტის ტერმინალში

ინსაიდერების პროგნოზით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის. ტარიფები ძირითადად სტაბილურად მაღალ ან მცირედ მერყევ დინამიკაში დარჩება. ერთადერთი იმედი ისაა, რომ თუ გლობალურად ყველაფერი მშვიდად განვითარდება, რამდენიმე თვეში ბაზარმა შესაძლოა თავის ჩვეულ, შედარებით დაბალ ნიშნულს დაუბრუნდეს.

Lufthansa“ ფასს არასდროს დააგდებს – როგორ მუშაობს ავიაკომპანიების პოლიტიკა?

მოგზაურობის ღირებულების ფორმირებაში უდიდეს როლს თავად ავიაკომპანიების შიდა სტრატეგია თამაშობს. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა ვიცოდეთ: რეგულარული, მსხვილი გადამზიდავები თავიანთ ტარიფებს მკვეთრად თითქმის არასდროს ამცირებენ.

მაგალითად, ისეთი გიგანტი, როგორიცაა Lufthansa, იმიჯისა და შიდა პოლიტიკის გამო ფასს ბოლო წუთს არ დააგდებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დაუტვირთავი ან ცარიელი მიფრინავს კონკრეტული რეისი. საფასო მერყეობა და მოულოდნელი აქციები უფრო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების (ლოუქოსთერების) ქცევაა – მაგალითად, WizzAir-ის შემთხვევაში მგზავრებმა შეიძლება მართლაც დაიჭირონ იაფი ვარიანტები სეზონის მიუხედავად.

ასე რომ, თუ ზაფხულში დასვენებას გეგმავთ, იაფ ტურებსა და ბოლო წუთის სასწაულებს ნუ დაელოდებით – სჯობს წინასწარ იმოქმედოთ, რათა სეზონის პიკში ზედმეტი გადახდა აიცილოთ თავიდან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშივეტერინარული კონტროლი აეროპორტში: რამდენი საათით ადრე უნდა მივიდეთ რეისზე, თუ ცხოველიც თან გვყავს?
შემდეგი სტატიაუფასო ხელბარგი და ადგილები ბავშვებისთვის: ნახეთ, რა ახალი უფლებები მიიღეს ავიამგზავრებმა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted