ზაფხულის სეზონის დადგომსთან ერთად, ავიაკომპანიები მუდმივად ანებივრებენ მოგზაურებს ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით. ამჯერად, ავიაკომპანიებმა FlyUia-მ და Qatar Airways-მა გადაწყვიტეს მომხმარებელს ცხელ-ცხელ საზაფხულო აქციები შესთავაზონ.
უკრაინული ავიაკომპანია FlyUia გვთავაზობს ფასდაკლებას ბათუმი-კიევის ავიარეისებზე.
როგორც იცით, უკრაინა ღიაა ტურისტებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ სამოგზაუროდ უკრაინის ქალაქებში გაემგზავროთ და არაჩვეულებრივი დღეები გაატაროთ. ბათუმი-კიევის მიმართულებით FlyUia ავიაბილეთებს 39 ევროდან გვთავაზობს. გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენა 24 ივნისამდე უნდა მოხდეს.
რაც შეეხება მეორე ავიაკომპანიას, Qatar Airways-ი 1 თვიანი ფასდაკლებების აქციას გვთავაზობს. ფასდაკლებები 14 ივლისამდე გაგრძელდება და ავიაბილეთების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლებით ისარგებლებთ იმ რეისებზე, რომლებიც 31 დეკემბრამდე შესრულდება.
თბილისი დოჰა ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 აპრილი 2025 | 27 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 786 -დან |
15 მაისი 2025 | 22 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 743 -დან |
12 ივნისი 2025 | 18 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 765 -დან |
ასე, რომ თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ როგორ გაატაროთ საზაფხულო არდადეგები, გადახედეთ შემოთავაზებებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად.