თრაკაის ციხესიმაგრე ვილნიუსის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-14 საუკუნეში აიგო და ლიეტუველი დუკების რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლე გამორჩეულია თავისი გოთიკური არქიტექტურით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ სასახლე გალვის ტბის შუაგულში მდებარეობს. სასახლემდე დიდი ხის ხიდით მიხვალთ, აქედან საოცარი ხედები გადაგეშლებათ. ზამთარში ტბა იყინება და დიდ ყინულის მოედანს ემსგავსება აქაურობა. ზაფხულობით კი აქ ბევრი კარნავალი და ღონისძიება იმართება.
თრაკაის ციხესიმაგრეში მუზეუმი მდებარეობს, სადაც ლიეტუველი დუკების ბევრ კოლექციას, არქეოლოგიურ არტეფაქტებსა და გამოფენებს ნახავთ. სასახლის ტურები მოიცავს თრაკაის სასახლემდე ვიზიტს, გიდის მომსახურებას და თრაკაის მუზეუმის კოლექციის დათვალიერებას. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ტექნიკური სახის ინფორმაციას თრაკაის ციხესიმაგრეში ვიზიტისათვის. შეგეძლებათ ონლაინ დაგეგმოთ ვიზიტი და შეიძინოთ ბილეთები ტურისათვის.











