შვედეთის ისტორიის მუზეუმი მოიცავს შვედეთის კულტურულ და ისტორიულ არტეფაქტებს, უძველესი ქვის ხანიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. მუზეუმი მე-19 საუკუნეში დაარსდა და ემსახურება შვედეთის ისტორიის საჯაროობასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებულია მუზეუმის “ოქროს ოთახი”, სადაც შვედეთის ოქროსა და ვერცხლის ისტორიული ნივთების კოლექცია ინახება.
მუზეუმის ყველაზე საინტერესო ნაწილია სკანდინავიის ნახევარკუნძულის ბინადარი ვიკინგების შესახებ გამოფენები. ზაფხულობით კი ეს ეზო ნამდვილ კარნავალების ბაღად იქცევა. “ვიკინგების სოფელში” სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი გროვდება კოსტიუმებში გამოწყობილი. აქ ვიზიტი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და ცივილიზაციებში ამოგაყოფინებთ თავს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მუზეუმის შესახებ ტექნიკური სახის ინფორმაციას, მოგიყვებით მისი ტურების შესახებ და შეგეძლებათ ონლაინ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო მუზეუმში.