13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარისენ შაპელი, პარიზი

სენ შაპელი, პარიზი

20 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

30 წთ - 1 სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

პარიზის სენ-შაპელის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობისას ნახავთ. იგი შუასაუკუნეების პერიოდში, მე-13 საუკუნეში აშენდა. მისი მშენებლობა დაკვეთილი იყო ფრანგი მეფის ლუი მე-9 წმინდას მიერ. მისი მიზანი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქრისტიანული რელიკვიებისათვის წმინდა ტაძარი აეგო. შეიძლება ითქვას, რომ მეფემ თავის მიზანს მიაღწია, თანაც ყველაზე ლამაზი და სრულყოფილი ფორმით.

სენ შაპელი ერთ-ერთია იმ შენობათაგან, რომელიც შუასაუკუნეების ეპოქიდან შემორჩა მსოფლიოს. იგი დიდებულ გოთიკურ ნაგებობას წარმოადგენს. ჯერ მხოლოდ მისი ულამაზესი შუშის მოხატული ფანჯრები რად კმარა?! ტაძრის თაღიც ქრისტიანულ სიმბოლურ სტილს იმეორებს. მისი გადაჯაჭვული თაღები, ლამაზი სვეტები, ტაძრის შიგნით დასადგურებული მყუდრო ატმოსფერო და ფერადი შუშებისაგან ასხლეტილი სინათლე ნებისმიერ მნახველს გააოცებს. სენ შაპელის ნახვა ბევრი ტურისტის ოცნებაა. იგი ნამდვილად იმსახურებს მოწინავე ადგილს ფრანგულ ღირსშესანიშნაობებში. ამ ბლოგში გაგაცნობთ ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაგიმარტივებთ აქ მოხვედრას.

საინტერესო ფაქტები

  • პარიზის სენ-შაპელი შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლია
  • იგი მე-13 საუკუნეში აშენდა
  • ევროპული ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღეებზე სენ-შაპელში შესვლას უფასოდ შეძლებთ
  • ტაძარში არ მოქმედებს სპეციალური დრეს-კოდი
  • ბილეთების გაუქმება არ არის შესაძლებელი
  • უმჯობესია ტაძარს ეწვიოთ გვიან დილას ან შუადღეს
  • ტაძარში შესვლის უპირატესობა მიეცემათ სპეციალური ბილეთების მქონე ადამიანებს

წესები და პირობები

  • ეცადეთ, არ იხმაუროთ ტაძარში
  • თქვენი ნივთების დატოვება შეგიძლიათ სპეციალურ სივრცეში
  • ფოტოების გადაღება შეგიძლიათ, თუმცა განათების გარეშე

მდებარეობა

10 Bd du Palais, 75001 Paris

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

port de lumiers

ლუმიერსის პორტი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg-dungeon

ჰამბურგის დუნჟონი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
elbphillarmonie hamburg

ელბის ფილარმონია, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
panoptikum hamburg

პანოპტიკუმი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg art gallery

სამხატვრო გალერეა, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
timeride frankfurt

დროში მოგზაურობის ვირტუალური ტური, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
wminda pavles tadzari

წმინდა პავლეს ტაძარი, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
frankfurtis kruizi

კრუიზით მოგზაურობა, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია