13.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
მთავარიორსეის მუზეუმი , პარიზი

ორსეის მუზეუმი , პარიზი

13.65 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

3-4 სთ
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ვაუჩერი არ არის საჭირო
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

პარიზის ორსეის მუზეუმი ლუვრის შემდეგ ყველაზე მეტად მონახულებადია. მას ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ჰყავს. გასაკვირი არცაა. ვინ შეძლებს, პარიზში ყოფნისას გაუძლოს ცდუნებას, რომ პარიზული ხელოვნების ნიმუშები, ნახატები, ავეჯი, სკულპტურები თუ ფოტოები ნახოს?!

ორსეის მუზეუმი 1986 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ორანჟერისა და ლუვრთან ერთად ფრანგულ ტრიადაში შედის. აქ ძირითადად მე-19 და მე-20 საუკუნის ფრანგულ ხელოვნებას ნახავთ. მუზეუმი რკინიგზის შენობაში მდებარეობს, რაც მის ატმოსფეროს კიდევ უფრო მაგიურსა და დაუჯერებელს ხდის. ფაქტობრივად, მუზეუმი, მთელი თავისი ხიბლით, საშუალებას გაძლევთ იმპრესიონისტულ და პოსტ-იმპრესიონისტულ პარიზში იმოგზაუროთ. ორსეის მუზეუმში ნახავთ ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც არიან კლოდ მონე, გოგენი, ვან გოგი, რენუარი, ედუარდ მანე და სხვა. მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს საოცარი შენობა ხელოვნების ნამდვილი სახლია. აქ სტუმრობა არა მხოლოდ ხელოვანებს, არამედ უბრალოდ ესთეტიკისა და პარიზული კულტურის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. სტატიაში წაიკითხავთ საინტერესო დეტალებსა და ფაქტებს ორსეის მუზეუმის შესახებ.

საინტერესო ფაქტები

  • ორსეის მუზეუმი 1986 წელს გაიხსნა
  • ორსეის მუზეუმს აქვს საიდუმლო კიბე საოცარი ხედებით
  • მუზეუმი რკინიგზის შენობაში მდებარეობს
  • სადგური გამოიყენებოდა როგორც ფოსტა მეორე მსოფლიო ომის დროს
  • მუზეუმი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 6 საათამდე
  • მუზეუმში ყველაზე გვიან, 5 საათზე შეძლებთ შესვლას
  • იგი დაკეტილია ორშაბათობით
  • უმჯობესია მუზეუმს ეწვიოთ სამუშაო დღეების დროს, დილას ან გვიან შუადღეს
  • ყოველი თვის პირველ კვირა დღეს შეგიძლიათ მუზეუმში უფასოდ შესვლა

წესები და პირობები

  • მუზეუმში არ შეგიძლიათ სასმლის შეტანა
  • შეზღუდულია ხელჩანთის/ბარგის ზომები, თუ შიგნით აპირებთ მის შეტანას
  • კარადები, სადაც შეძლებთ ბარგის დატოვებას, უფასოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • წყლის ფანტანებს ნახავთ მუზეუმში, ამიტომ შეძლებთ წყლის დალევას უპრობლემოდ

მდებარეობა

Rue de Lille 75343 Paris, France

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

port de lumiers

ლუმიერსის პორტი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg-dungeon

ჰამბურგის დუნჟონი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
elbphillarmonie hamburg

ელბის ფილარმონია, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
panoptikum hamburg

პანოპტიკუმი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg art gallery

სამხატვრო გალერეა, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
timeride frankfurt

დროში მოგზაურობის ვირტუალური ტური, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
wminda pavles tadzari

წმინდა პავლეს ტაძარი, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
frankfurtis kruizi

კრუიზით მოგზაურობა, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია