33.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
მთავარიაია სოფიას ტაძარი , სტამბოლი

აია სოფიას ტაძარი , სტამბოლი

25 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

35-45 წუთი
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
უფასო პარკინგი

მიმოხილვა

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიური მე-6 საუკუნის ძეგლია. იგი იმპერიის ოქროს ხანის დროს, იუსტინიანე პირველის მმართველობისას აშენდა. აია სოფიას ტაძარი დროთა განმავლობაში ისლამურ მეჩეთად გადაკეთდა.

აია სოფიას ტაძარი ნებისმიერ მნახველზე მოახდენს შთაბეჭდილებას. იგი ბრწყინვალე არქიტექტურული სტილითაა შესრულებული. მისი გრანდიოზული გუმბათი და სვეტები შორი მანძილიდანაც კი აღმაფრთოვანებელია. ტაძრის შიგნით კი განათებების დამსახურებით ტაძარში ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს.

აია სოფიას წინ მე-17 საუკუნეში სულთანი აჰმედის ბრძანებით დიდი ისლამური მეჩეთი აშენდა, რათა მისი დიდებულება გადაფარულიყო და დაემტკიცებინა, რომ შეიძლებოდა აია სოფიაზე გრანდიოზული ნაგებობის აშენება. თუმცა, ეს ვერ შეძლეს მუსლიმმა არქიტექტორებმა და დღეს აია სოფია და სულთან აჰმედის მეჩეთი ოქსიმორონულ სანახაობას ქმნის. ისინი ასახავენ სტამბოლის ისტორიულ პროცესებს და ისტორიას თვალწინ აცოცხლებენ.

აია სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ გადაკეთდა მეჩეთად. მე-20 საუკუნიდან კი იგი ოფიციალური რელიგიური კერაა მუსლიმებისათვის. აია სოფია სტამბოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. თურქეთში მოგზაურობის დროს მისი ნახვა არ უნდა გამოგრჩეთ. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას აია სოფიას შესახებ, რათა აქ ვიზიტის დაგეგმვა გაგიმარტივოთ.

საინტერესო ფაქტები

  • ტაძარი მე-6 საუკუნეში აშენდა
  • აია სოფია ისლამურ მეჩეთად გადაკეთდა
  • დღეს აქ ისლამური წესები მოქმედებს
  • უმჯობესია ტაძარს ზამთარში ეწვიოთ და დატკბეთ სტამბოლის ამინდებით
  • აია სოფიას ესტუმრეთ დილის საათებში, თუ გსურთ რიგებს თავი აარიდოთ
  • აია სოფიას მონახულებას ერიდეთ პარასკევობით
  • აია სოფიას ტაძარი ღიაა ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 7:30-მდე ვიზიტორებისათვის, გარდა ლოცვის დროისა
  • გაითვალისწინეთ, რომ დაჯავშნილი ბილეთის გაუქმება შეგიძლიათ მხოლოდ 24 საათით ადრე

წესები და პირობები

  • აია სოფიას ტაძარში ხალიჩებზე გავლამდე ვიზიტორებმა უნდა გაიხადონ ფეხსაცმელი. ფეხზე კი უნდა ეცვათ წინდები ან პარკით დაიფარონ
  • ქალებს თმა უნდა ჰქონდეთ დაფარული
  • თავსაბურავებს ნახავთ შესასვლელშივე, უფასოდ
  • თქვენი მხრები და მუხლები დაფარული უნდა იყოს
  • ისლამის ტრადიციები მკაცრადაა აია სოფიაში დაცული, ამიტომ ყურადღებით იყავით

მდებარეობა

Sultan Ahmet, Ayasofya Meydanı No:1, 34122 Fatih/İstanbul

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

saatis koshki bolonia

საათის კოშკი და სახელოვნებო კოლექცია, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
lamborjinis muzeumi

ფერუჩო ლამბორჯინის მუზეუმი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
enzo feraris muzeumi bolonia

ენცო ფერარის მუზეუმი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
drois manqana bolonia

დროის მანქანა, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ferraris muzeumi bolonia

ფერარის მუზეუმი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
palazzo fava bologna

პალაცო ფავას მუზეუმი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
lunafarm park

Lunafarm გასართობი პარკი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
boloniis universiteti

ბოლონიის უნივერსიტეტი, ბოლონია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია