23.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025
მთავარიკოლიზეუმი , რომი

კოლიზეუმი , რომი

€ 25

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2-3 სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

რომის კოლიზეუმი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული შენობაა. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, იგი ანტიკური დროის არტეფაქტია და ბევრს გვიყვება ძველ დროზე. ამასთან, მისი არქიტექტურული სტილი მომნუსხველია და ტურისტებს თავისი გამორჩეულობით იზიდავს. მოდერნისტულ ეპოქაში მსგავსი შენობის ნახვა ფაქტობრივად დროში მოგზაურობის ტოლფასია. რომის კოლიზეუმამდე ფეხით სეირნობა კი რომაულ თავგადასავალს უნებლიედ დაგაგეგმინებთ.

კოლიზეუმი ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აშენდა რომის იმპერატორი ვესპასიანეს მმართველობის დროს. სხვათა შორის, მას ქართლის მეფეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძველი დროიდან მოყოლებული კოლიზეუმს უამრავი ქართველი – იქნებიან ეს მეფეები თუ უბრალო მოსახლეობა – ხშირად სტუმრობს.

კოლიზეუმი წარმოადგენდა გლადიატორთა შერკინების ადგილს. აქ იმართებოდა სხვადასხვა ტიპის სანახაობები და შეჯიბრებები. კოლიზეუმი ბევრი გლადიატორის ტრაგიკულ ისტორიას ინახავს. თუმცა, დღეს მისი ფუნქცია რადიკალურად შეცვლილია და ლამაზ, გამორჩეულ შენობად, ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

კოლიზეუმი ბერძნული არქიტექტურული სტილითაა აგებული. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ამფითეატრია. დღისითა თუ ღამით შეუძლებელია ეს შენობა თვალში არ მოგხვდეთ. დღისით მის ფანჯრებში გამავალი მზის სხივები, ღამით კი ბრწყინვალე განათებები ნებისმიერ გამვლელს მოჭრის თვალს. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ კოლიზეუმში ვიზიტისათვის სასარგებლო ინფორმაციას. თუ რომში მოგზაურობას აპირებთ, გამოგვყევით, რათა ერთად დავგეგმოთ თქვენთვის რომაული არდადეგები.

საინტერესო ფაქტები

  • კოლიზეუმი ახალი წელთაღრიცხვით 80 წელს გაიხსნა საზოგადოდ
  • იგი ქრისტიანობის სიმბოლოდ ითვლება დღეს
  • კოლიზეუმი მსოფლიოს უდიდესი ამფითეატრია
  • კოლიზეუმი ხელოვნური ტბის ადგილას აიგო
  • იგი 80 000 ადამიანს იტევდა
  • კოლიზეუმს ბევრი საიდუმლო გვირაბი და კარი ჰქონდა
  • შუასაუკუნეებში იგეგმებოდა მისი ქარხნად გარდაქმნა
  • კოლიზეუმს წელიწადის ყველა დღეს შეგიძლიათ ესტუმროთ, გარდა 25 დეკემბრისა და 1 იანვრისა.
  • თუ სპეციფიკურ დღეს გეგმავთ ვიზიტს, უმჯობესია 1 თვით ადრე დაიჭიროთ განრიგი და შეიძინოთ ბილეთები
  • რომის კოლიზეუმის ბილეთი ავტომატურად გაძლევთ წვდომას რომის ფორუმსა და პალატინის გორაზე
  • უმჯობესია კოლიზეუმს დილას, ადრე ან გვიან შუადღეს ესტუმროთ
  • კოლიზეუმის ღია საათები სეზონების მიხედვით ცვალებადია და უმჯობესია წინასწარ იქონიოთ ინფორმაცია

წესები და პირობები

  • კონკრეტული დახურული ტერიტორიები კოლიზეუმში არ შეიძლება რომ გადაკვეთონ ვიზიტორებმა
  • ვიზიტორებს უფლება აქვთ მხოლოდ ბილიკების ტრაექტორიაზე იმოძრაონ
  • არ შეიძლება სირბილი
  • უმჯობესია სპეციალური ფეხსაცმელი გეცვათ, მაგალითად მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ან ფლოპებს
  • ბავშვები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ

მდებარეობა

Piazza del Colosseo 1 00184 Rome, Italy

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

naples underground

ნეაპოლის მიწისქვეშა მუზეუმი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
amalfis turi

ამალფის ტური ნეაპოლიდან

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
capris turi

კაპრის ტური ნეაპოლიდან

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
neapolis muzeumi

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
sanseveros samlocvelo

სანსევეროს სამლოცველოს მუზეუმი, ნეაპოლი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
vezuvis mta

ვეზუვის მთა, ნეაპოლი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
herkulaneumi neapoli

ჰერკულანეუმი, ნეაპოლი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
san karlos teatri

სან-კარლოს თეატრი, ნეაპოლი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია