2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია საქართველოში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტობუსების განრიგი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია ვიზეარი , საქართველოს ავიაბზარზე შემოსვლიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა. შესაბამისად, საჭიროა აეროპორტს ემსახურებოდეს დამატებით ტრანსპორტი, რომელიც შექმნის მეტ კომფორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველი მოგზაურებისათვის.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty18 November 202625 November 2026FlyArystanავიაბილეთები 644 -დან
Athens23 November 202629 November 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
Barcelona27 November 202630 November 2026Wizz Airავიაბილეთები 437 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 372 -დან
Brussels17 November 202624 November 2026Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
Bratislava19 November 202621 November 2026Wizz Airავიაბილეთები 240 -დან
Budapest9 March 202713 March 2027Wizz Airავიაბილეთები 292 -დან
Dortmund7 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Frankfurt26 January 202730 January 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან

 

ფრენებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air ge მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებებთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისიდან ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ვენაში პირდაპირ ფრენებს Austrian Airlines იწყებს
შემდეგი სტატიარამდენი წლის წინანდელ ფრენაზე შემიძლია მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted