2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია საქართველოში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტობუსების განრიგი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია ვიზეარი , საქართველოს ავიაბზარზე შემოსვლიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა. შესაბამისად, საჭიროა აეროპორტს ემსახურებოდეს დამატებით ტრანსპორტი, რომელიც შექმნის მეტ კომფორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველი მოგზაურებისათვის.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა27 აპრილი 202618 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 566 -დან
ათენი1 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 135 -დან
ბარსელონა31 მარტი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი3 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი15 მაისი 202625 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
ფრანკფურტი27 მარტი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 325 -დან

 

ფრენებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air ge მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებებთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისიდან ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ვენაში პირდაპირ ფრენებს Austrian Airlines იწყებს
შემდეგი სტატიარამდენი წლის წინანდელ ფრენაზე შემიძლია მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments