ყაზახური ავიაკომპანია სკატი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ქართველ მგზავრებს  კომფორტსა და მაღალ სერვისს სთავაზობს.

SCAT Airlines 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის 33 მიმართულებას ითვლის. ფრენებს ახორციელებს როგორც საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით, ასევე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში, თურქეთსა და ემირატებში. მისი მთავარი ბაზა შიმკენტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, მაგრამ რეისებს ასრულებს ასევე აქტაუს, ნურსულთანის და ალმაატის საერთაშორისო აეროპორტებში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სკატის ავიახაზებით შეგიძლიათ გაემგზავროთ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ეს ავიაკომპანია ნამდვილად შემოგთავაზებთ უსაფრთხო ფრენას და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო რაც შეეხება ღირებულებას, განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომ ქვეყანაში და ქალაქში მიემგზავრებით, მაგრამ ფასები ნამდვილად სერვისის შესაბამისია.

თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ თბილისიდან გაემგზავროთ მაგალითად, შუმკენტის მიმართულებით, ორმხრივ ავიაბილეთს 750-900 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ხოლო, მაგალითად, ატირაის მიმართულებით ორი გზის ავიაბილეთი 1100-დან 1300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

თბილისი შუმკენტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 September 202624 September 20261 StopSCATავიაბილეთები 1 004 -დან
8 October 202611 October 20261 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 818 -დან
19 November 202627 November 20261 StopSCATავიაბილეთები 828 -დან
14 January 202724 January 20271 StopSCATავიაბილეთები 709 -დან

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრობას, შეგიძლიათ მაგალითად, აალმაატას მიმართულებით 1000-1200 ლარის ფარგლებში გაემგზავროთ .

სწორედ მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასების გამო, SCAT Airlines ყაზახურ ავიაკომპანებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და მსოფლიო მასშტაბითაც საკმაოდ მოთხოვნადია.

თბილისი აკტაუ

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
23 September 20262 October 2026DirectSCATავიაბილეთები 658 -დან
10 October 202614 October 20261 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 537 -დან
22 November 202626 November 20261 StopAjetავიაბილეთები 724 -დან
3 December 202610 December 2026DirectSCATავიაბილეთები 577 -დან
1 June 202710 June 20271 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 402 -დან

სკატის ავიახაზების ფრენის ხარისხსსა და კომფორტს განაპირობებს უახლესი და თანამედროვე თვითმფრინავები. 2017 წლის ნოემბერში ავიაკომპანიამ გააფორმა კონკტრაქტი ბოლო თაობის თვითმფრინავის Boeing 737 MAX 8 – ის შესაძენად და ის პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა იყო, რომელმაც ამ თაობის 6 თვითმფრინავი შეიძინა.

თუ რომელიმე ზემოთ ნახსენებ მიმართულებით გადაწყვეთ გამგზავრებას, Avia.ge დაგეხმარებათ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ, ხოლო ამ პროცესის გასამარტივებლად გადმოწერეთ avia.ge-ის აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმალე ქუთაისი მოსკოვი კვირაში 7 რეისი
შემდეგი სტატიაფასდაკლება ქუთაისი-ვენის ავიაბილეთებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Guest
ცისანა დოლენჯაშვილი
2 years ago

ერთხელ არ მახსოვს, რომ თქვენს ავიაკომპანიას პრობლემა არ ჰქონდეს და დროულად შეესრულებინოს რეისი. რა უდისციპლინიბაა და რა უპასუხისმგებლობა !!!!!!!

შიმქენთი-თბილისი: პირდაპირი რეისები Scat Airlines-ისგან
9 months ago

[…] დაემატა. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენთსა და თბილისს შორის […]