დასავლური კულტურითა და კარიერული ასპექტებით დაინტერესებული ქართველებისთვის კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი. საქართველოსა და ევროპის ცნობილ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები თანდათანობით ახალი ევროპული ავიახაზების რადარზეც აქტიურად ჩნდება, თუმცა ქართველ მოგზაურებსა და ევროპაში წასვლის მსურველებს ამჯერად უფრო სერიოზული სიახლე ელით წინ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ირკვევა, საფრანგეთში ლეგალურად მუშაობის მსურველი ქართველი ახალგაზრდებისთვის ახლახანს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ ამ მიმართულებით.
დავით ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2018“–ის დაწყების წინ გააკეთა მნიშვნელოვანი კომენტარი. იგი საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ტურისტულ ცენტრად აღიარებული ქვეყნის მთავრობას შორის მოლაპარაკებების მნიშვნელოვან პროგრესს ეხმაურება. როგორც მინისტრმა გაახმაურა, საფრანგეთის წარმომადგენლებმა მათ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადად მისი კაბინეტი და ქართული მხარე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხს სხვა ქვენის მთავრობებთანაც აქტიურად განიხილავს. როგორც ირკვევა, ფრანგულ მხარესთან ამ სფეროში მიღწეული ზემოთ აღნიშნული შეთანხმება ოფიციალურად უკვე დაამტკიცა ემანუელ მაკრონმა საკუთარი ხელმოწერით.
საფრანგეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული წარმატებული ხელშეკრულების თანახმად, ამიერიდან ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს და მათაც, ვისაც საფრანგეთში აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება, ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ. მათ უკვე შეუძლიათ აიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მიზეზით. როგორც ქართველი მინისტრის გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს არ წარმოადგენს ერთადერთ პროექტს ამ სფეროში.
„ ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან “ – განაცხადა დავით ზალკალიანმა აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში. ქართველმა მინისტრმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ ასევე წარმოებს სხვა მსგავსი პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც მაგალითად პოლონეთის მთავრობასთან ერთად უკვე მიაღწიეს წარმატებას გასულ წელს. საქართველოს საგარეო მინისტრმა ხაზი მკაფიოდ გაუსვა იმას, რომ ეს მიმართულება მისთვის და საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
ქუთაისი პარიზის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 438 -დან | |
18 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 384 -დან | |
13 თებერვალი 2025 | 27 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 422 -დან |