როდესაც უცხოეთში გამგზავრებას გადავწყვიტავთ, ვცდილობთ დავსახოთ გეგმა და არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. ხშირ შემთხვევაში კი გვავიწყდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – მედიკამენტების წაღება.
რჩევის სახით უნდა იცოდეთ რომ ევროპის ბევრ ქალაქში, 24 საათიანი აფთიაქები არც თუ ისე ხშირია, შესაბამისად ამ მხრივ შესაძლოა პრობლემები შეგემქნათ.
მედიკამენტების ფასი შესაძლოა იყოს უფრო ძვირი ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და სულაც, ზოგიერთ წამალზე რეცეპტსაც მოგვთხოვენ.
სამოგზაუროდ წასვლისას აუცილებელია დაზღვევის გაკეთება. ზოგიერთ სადაზღვევო პოლისში მედიკამენტების ხარჯის ანაზღაურება მითითებულია, მაგრამ ესეც განსხვავებული სპეციფიკისაა.
მცირე მედიკამენტების არჩევა და ბარგში მოთავსება, დიდ ადგილს არ წაგვართმევს. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმ წამლებით, რასაც ყოველდღიურად ვსვამთ (არსებობის შემთხვევაში). გაითვალისწინეთ რომ გულის პრობლემების დროს წნევის წამლები აუცილებელია. ასევე თავის დავაზღვევის მიზნით ტკივილგამუჩებელი შეგვიძლია წავიღოთ. პროფილაქტიკის მიზნით, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებიც აუცილებელია.
მგზავრობა, როგორც ავტო ტრანსპორტით, თვითმფირნავითაც ბევრ ადამიანს უჭირს, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ატაროთ დრამინა.
თუ კონკრეტული დაავადება გაწუხებთ კარგი იქნება მიმართოთ რჩევით პირად ექიმს და დაეკითხოთ პრეპარატებზე, ღირს აქედან წაღება თუ იქაც მოახერხებთ შეძენას.
უნდა აღინიშნოს რომ მგზავრობისას კარგი იქნება თუ ალერგიის საწინააღმდეგო წამლებს წაიღებთ. იმის და მიუხედავად, ალერგიულია თუ არა ადამიანი, როცა მივდივართ უცხო ქვეყანაში, შეიძლება უცხო კერძის გასინჯვა მოგვიწიოს და აღმოვაჩინოთ რომ რაღაც ნივთიერებაზე ალერგიულები ვართ.