საქართველოს ტურისტული სახე უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ფართოდ ხდება ცნობილი. მრავალი წელია საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნაობისა და ულამაზესი ბუნების მქონე ქვეყანას მილიონობით ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ახლანდელი სიტუაციის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ტურისტული და სამგზავრო მიმოსვლის დონე და მასშტატები მნიშვნელოვნად იცვლება.

როგორც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით ირკვევა, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები ოფიციალური აკრძალვის საფუძველზე ვეღარ შეძლებენ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელებას. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, აღნიშნული მკაცრი აკრძალვა შეეხებათ ქართულ ავია კომპანიებსაც. სწორედ ამიტომ, მათ მოუწიათ რადიკალური ზომების მიღება და საკუთარი მგზავრების კომფორტსა და დანახარჯების ანაზღაურებაზე ფიქრის დაწყება. ამ თემასთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებებსაც კი ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი აკრძალვა ზემოთხსენებული რეისების შესახებ 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „Airznea“ საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს ალტერნატიულ რეისებს. მათი განცხადების მიხედვით, ისინი მოგზაურებს თბილისი–ერევანი–მოსკოვის ტრანზიტულ რეისეს ხარჯების გარეშე შესთავაზებენ. იმისათვის, რომ მგზავრების მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს, ავია კომპანია მზადაა ტრანსფერის დრო დაახლოებით 1 საათიანი იყოს. ამ კონკრეტული ავია კომპანიის რეისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მათი ადგილობრივი გაყიდვების ოფისს.

ასევე ცნობილმა ავია კომპანია Myway Airlines“–მა მიიღო შეტყობინება რუსეთის ფედერაციის ტრანზპორტის სამინისტროსგან. აღნიშნული შეტყობინების ტექსტის მიხედვით, 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ, რის გამოც აღნიშნული ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე გაყიდული ბილეთების დასაბრუნებელ პროცესს აქტიურად იწყებს.

ყველა იმ მგზავრს, რომელსაც უკვე გადახდილი აქვს თანხა, სრულიად აუნაზღაურდება მისი ტრანზაქცია იმ არხის საშუალებით, რომლითაც მათ მოახდინეს ავია ბილეთების შეძენის განხორციელება. თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ავიაკომპანიამ განცხადების გაკეთებისას ხაზი გაუსვა: ბილეთების დაბრუნების პროცედურა მხოლოდ იმ მგზავრებს შეეხებათ, რომლებმაც 8 ივლისის შემდგომი პერიოდის ფრენებზე შეიძინეს ავიაბილეთები.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 მაისი 202627 მაისი 2026პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 784 -დან
2 ივნისი 20264 ივნისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 905 -დან
31 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 107 -დან
12 აგვისტო 202614 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 105 -დან
23 სექტემბერი 20264 ოქტომბერი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 1 078 -დან
8 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 1 023 -დან
8 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 168 -დან
13 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 155 -დან
26 იანვარი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 203 -დან
14 თებერვალი 202716 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 166 -დან
20 მარტი 202723 მარტი 20271 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 168 -დან
26 აპრილი 202710 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 991 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ზაგრების მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments