საქართველოს ტურისტული სახე უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ფართოდ ხდება ცნობილი. მრავალი წელია საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნაობისა და ულამაზესი ბუნების მქონე ქვეყანას მილიონობით ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ახლანდელი სიტუაციის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ტურისტული და სამგზავრო მიმოსვლის დონე და მასშტატები მნიშვნელოვნად იცვლება.

როგორც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით ირკვევა, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები ოფიციალური აკრძალვის საფუძველზე ვეღარ შეძლებენ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელებას. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, აღნიშნული მკაცრი აკრძალვა შეეხებათ ქართულ ავია კომპანიებსაც. სწორედ ამიტომ, მათ მოუწიათ რადიკალური ზომების მიღება და საკუთარი მგზავრების კომფორტსა და დანახარჯების ანაზღაურებაზე ფიქრის დაწყება. ამ თემასთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებებსაც კი ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი აკრძალვა ზემოთხსენებული რეისების შესახებ 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „Airznea“ საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს ალტერნატიულ რეისებს. მათი განცხადების მიხედვით, ისინი მოგზაურებს თბილისი–ერევანი–მოსკოვის ტრანზიტულ რეისეს ხარჯების გარეშე შესთავაზებენ. იმისათვის, რომ მგზავრების მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს, ავია კომპანია მზადაა ტრანსფერის დრო დაახლოებით 1 საათიანი იყოს. ამ კონკრეტული ავია კომპანიის რეისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მათი ადგილობრივი გაყიდვების ოფისს.

ასევე ცნობილმა ავია კომპანია “Myway Airlines“–მა მიიღო შეტყობინება რუსეთის ფედერაციის ტრანზპორტის სამინისტროსგან. აღნიშნული შეტყობინების ტექსტის მიხედვით, 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ, რის გამოც აღნიშნული ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე გაყიდული ბილეთების დასაბრუნებელ პროცესს აქტიურად იწყებს.

ყველა იმ მგზავრს, რომელსაც უკვე გადახდილი აქვს თანხა, სრულიად აუნაზღაურდება მისი ტრანზაქცია იმ არხის საშუალებით, რომლითაც მათ მოახდინეს ავია ბილეთების შეძენის განხორციელება. თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ავიაკომპანიამ განცხადების გაკეთებისას ხაზი გაუსვა: ბილეთების დაბრუნების პროცედურა მხოლოდ იმ მგზავრებს შეეხებათ, რომლებმაც 8 ივლისის შემდგომი პერიოდის ფრენებზე შეიძინეს ავიაბილეთები.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 714 -დან
30 დეკემბერი 202615 იანვარი 2027პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 359 -დან
1 იანვარი 202713 იანვარი 2027პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 645 -დან
25 თებერვალი 20272 მარტი 2027პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 721 -დან
10 მარტი 202714 მარტი 2027პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 723 -დან
15 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 224 -დან
21 მაისი 202726 მაისი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 345 -დან
7 ივნისი 202727 ივნისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 282 -დან
20 ივლისი 202710 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 251 -დან
22 აგვისტო 202729 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაUzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 545 -დან
1 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 426 -დან
3 ოქტომბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 746 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ზაგრების მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted