საქართველოს საავიაციო ბაზარი გაფართოებას განაგრძობს და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს იძენს. 22 ოქტომბერს იორდანიის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა, Royal Jordanian-მა, ამანიდან თბილისის აეროპორტისკენ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი წარმატებით განახორციელა.

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა16 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 142 -დან
ვარშავა31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027ავიაბილეთები 203 -დან
კატოვიცა4 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 222 -დან
ვენეცია15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 235 -დან
პოზნანი19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 236 -დან
ათენი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 240 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027ავიაბილეთები 267 -დან
მილანი6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 273 -დან
ბუდაპეშტი15 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 275 -დან
სტამბოლი17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 277 -დან

თბილისი-ამანის მიმართულების ფრენების განრიგი და ხომალდის ტიპი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფიციალური ინფორმაციით, იორდანიის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა პირველი სერტაჟი A320 ტიპის თანამედროვე სამგზავრო ხომალდით უზრუნველყო.

ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქსა და იორდანიას შორის საჰაერო მიმოსვლას ეტაპობრივად განავითარებს, რაც ბაზრის მოთხოვნის სტაბილურ ათვისებას ისახავს მიზნად.

პირველი ეტაპის საოპერაციო სიხშირეები

  • ფრენების სიხშირე: პირველ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს.
  • ფრენის დღე: რეგულარული რეისები ყოველ ხუთშაბათს განორციელდება.
  • საჰაერო ხომალდი: მარშრუტს Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი მოემსახურება, რომელიც აღჭურვილია როგორც ეკონომ, ისე ბიზნესკლასის ადგილებით.

ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგი და სამომავლო პერსპექტივები

Royal Jordanian-ის შესვლა ქართულ ბაზარზე ხანგრძლივი და სისტემური მუშაობის შედეგია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იორდანიის ეროვნულ ავიაგადამზიდავთან პირდაპირ მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აქტიურად აწარმოებდა.

წარმატებით დასრულებული დიალოგის შედეგად, საქართველოს საავიაციო რუკას კიდევ ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ავიაკომპანია დაემატა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

თვითმფრინავი ასაფრენ ზოლზე

რას ნიშნავს ახალი რეისი ქართველი მოგზაურებისთვის?

ამანის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გახსნა ქართველ ტურისტებს საშუალებას აძლევს, მარტივად ეწვიონ იორდანიის ისეთ ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, როგორიცაა პეტრას კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მკვდარი ზღვის სანაპირო და ვადი-რამის უდაბნო.

ამასთანავე, Royal Jordanian-ის გლობალური მარშრუტების ქსელი მგზავრებს სთავაზობს მოქნილ ტრანზიტულ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებთან.

Royal Jordanian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმზიდველობასა და სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს. ამანიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება მოგზაურებს გადაადგილების ახალ, კომფორტულ შესაძლებლობებს უხსნის.

თუ მომავალ მოგზაურობას გეგმავთ და ავიაბილეთების შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ ამანის ახალი მიმართულება. პირდაპირი ფრენა საშუალებას მოგცემთ, აღმოაჩინოთ იორდანია ან ისარგებლოთ მოხერხებული სატრანზიტო მარშრუტებით.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირომში მოკლე ვიზიტი: რა დავჯავშნოთ წინასწარ და რა დავტოვოთ თავისუფლად
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted