რუსული ავიაკომპანია Rossiya Airlines -ი 14 ოქტომბრიდან რუსეთის მიმართულებით, კერძოდ მოსკოვი თბილისი, თბილისი მოსკოვი ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის საიტზე.
განრიგის თანახმად, ავიარეისები დღეში 2-ჯერ განხორციელდება: მოსკოვის დროით დილის 00:45 საათზე და 09:35 საათზე.
ასევე იგეგმება ავიარეისების დაწყება ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებითაც. ავიაკომპანია ბათუმი მოსკოვი , მოსკოვი ბათუმი –ს მიმართულებით ფრენებს კვირაში 3-ჯერ განახორციელებს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას, მოსკოვის დროით 10:30 საათზე.
ჯერჯერობით, რასია ეარლაინ -ის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით ფრენების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
„შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ, ასევე სხვა მიმართულებებით“, – აცხადებენ ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.
დღეისათვის საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways -ი და Azimuth Airlines -ი ახორციელებენ.
თბილისი მოსკოვი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 დეკემბერი 2024 | 23 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 760 -დან | |
1 იანვარი 2025 | 9 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 726 -დან | |
7 თებერვალი 2025 | 21 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 805 -დან | |
6 მარტი 2025 | 17 მარტი 2025 | ავიაბილეთები 920 -დან |
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings -მა მიიღო ნებართვა საქართველს მიმართულებით ფრენაზე. კომპანია გეგმავდა რეისების განხორციელებას დომოდედოვო ქუთაისი -ს, ჟუკოვსკი თბილისი -ს და სოჭი თბილისი -ს მარშრუტებზე, ასევე ჩარტერებს რეგიონებიდან. თუმცა, მოგვიანებით ფრენების დაწყება გადადო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო.
ივლისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ მოსკოვიდან და რუსეთის რეგიონებიდან, საქართველოს მიმართულებით, კვირაში ათობით რეისის შესრულებაზე გასცა ნებართვა. პარალელურად Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით დაიწყო ფრენები. ახლა ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები თბილისის მიმართულებით სოჭის ტრანსფერით. ასევე ხელმისაწვდომია პირდაპირი რეისები მოსკოვი ქუთაისის საჰაერო ხაზზეც.
როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში შეწყვიტა. 2023 წლის 10 მაისს კი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს აკრძალვა გააუქმა.