რობოტი თბილისის აეროპორტშიTAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, ამასთან, თბილისის აეროპორტი შეუერთდება იმ აეროპორტებს, სადაც უკვე რობოტები გამოიყენება, რაც მგზავრების ყურადღებასა და ინტერესს აუცილებლად მიიპყრობს.

„უკვე ერთი წელია ვესწრებით სხვადასხვა გამოფენებს, რათა შევარჩიოთ რობოტი, რომელიც შეესაბამება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მასშტაბებს. ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში ეს ინოვაცია უკვე განხორციელებული იქნება. რობოტი არ ჩაანაცვლებს საინფორმაციო სამსახურს, მაგრამ იქნება დამატებითი, კომფორტული მომსახურება მგზავრებისთვის. ის იმოძრავებს ტერმინალში და დაეხმარება მგზავრებს, უპასუხოს კითხვებს რეისებთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 დეკემბერი 202521 დეკემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 422 -დან
ალმაატა19 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 969 -დან
ამსტერდამი23 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 549 -დან
ანკარა27 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 2025Turkish Airlinesავიაბილეთები 305 -დან
ათენი11 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 468 -დან
აბუ დაბი1 აპრილი 20265 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 502 -დან
ანტალია18 ოქტომბერი 202521 ოქტომბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 362 -დან
ბაჰრეინის კუნძული20 დეკემბერი 202525 დეკემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 774 -დან
ბაქო19 აგვისტო 202619 აგვისტო 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 326 -დან
ბელგრადი28 ნოემბერი 20256 დეკემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 595 -დან

 

ამასთანავე, ზაქარაძე ხაზს უსვამს, რომ TAV როგორც გლობალური კომპანია, არამხოლოდ საქართველოსთვის მუშაობს რობოტების დანერგვაზე. „TAV-ის მმართველობის ქვეშ არის 125 აეროპორტი, და ბევრ მათგანში უკვე დაინერგა მსგავსი ინოვაციები. მაგალითად, იზმირისა და ბოდრუმის აეროპორტებში რობოტები უკვე გამოიყენება ბარგის მართვის პროცესში,“ – დასძენს ის.

მისივე თქმით, TAV IT-ის გუნდი ცენტრალური სათავო ოფისიდან აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე, და 2025 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში რობოტი ოფიციალურად წარედგინება.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიალდაგი სამოგზაურო დაზღვევა Aldagi dazgveva
შემდეგი სტატიაუნისონი სამოგზაურო დაზღვევა Unison dazgveva
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments