ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ი ბრუნდება. ავიაკომპანია ფრენებს გერმანიის, კერძოდ კი დორტმუნდის მიმართულებით შეასრულებს. ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 18 და 25 დეკმბერს და ასევე, 8 იანვარს შესრულდება.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქუთაისსა და დორტმუნდს შორის, ისევე როგორც სხვა ბევრ მიმართულებაზე, ავიამიმოსვლა შეწყდა. 18 დეკემბერს კი ორ ქალაქს შორის ფრენები ისევ განახლდება.

ჯერჯერობით მხოლოდ ეს თარიღებია ცნობილი. გაგრძელდება თუ არა 8 იანვრის შემდეგ ქუთაისსა და დორტმუნდს შორის ავიარეისების შესრულება ჯერჯერობით უცნობია.

  • შეგახსენებთ, რომ გერმანიაში შესვლა ტურისტული მიზნით ისევ შეზღუდულია. ამიტომ, ავიარეისებით ისარგებლებენ მხოლოდ ვიზის ან რაიმე სპეციალური დოკუმენტაციის მქონე პირები.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Avia.ge-იაფი ავიაბილეთები და თვალი ადევნეთ ავიაციაში მიმდინარე სიახლეებს.

მოგზაურობაზე დისკუსიისთვის შემოგვიერთდით ჯგუფში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება
შემდეგი სტატიაიანვრის ავიარეისების განრიგი ცნობილია
5 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments