უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და სიამაყით აღნიშნავს 2023 წელს მიღწეულ გამორჩეულ შედეგებს.

გასულ წელს, ვიზეარი -თ 60 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2022 წელთან შედარებით, ავიაკომპანიისთვის 32%-იანი ზრდისა და ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მოძრაობის მაჩვენებელია.

2023 წელს Wizz Air -მა 100-მდე ახალი მარშრუტი აამოქმედა, ფლოტში დაამატა 32 სრულიად ახალი A321 neo თვითმფრინავი და დაფარა 263 000 000 კილომეტრის ცაში.

ავიაკომპანიამ 2023 წელს დაგეგმილი ფრენების 99,31% განახორციელა. დროულად შესრულებული ფრენების წილით, Wizz Air ევროპული ავიაკომპანიების სამეულშია.

wizz air -ის ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი18 ნოემბერი 20244 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
ბარსელონა23 ნოემბერი 202430 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 551 -დან
ბერლინი23 თებერვალი 202527 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
ბრიუსელი2 თებერვალი 20259 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 239 -დან
ბუდაპეშტი12 თებერვალი 202527 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 226 -დან

2023 წელი Wizz Air -ისთვის რეკორდული აღმოჩნდა:

  • საშუალო ნახშირბადის ემისიამ მგზავრზე 51,5 გრამი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,8%-ით ნაკლებია. ეს ავიაკომპანიისთვის ყველაზე დაბალ წლიურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურენტებს შორის მის უპირობო ლიდერობას CO2 ინტენსივობის შემცირების მიმართულებით.
  • 2023 წელს Wizz Air -ი 1,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა საქართველოში, ეს მაჩვენებელი კი 2022 წელთან შედარებით 110%-ით ზრდაა.
  • ავიაკომპანია, ქუთაისის აეროპორტში განთავსებული 4 ბაზირებული ხომალდით, მომხმარებლებს გადაადგილებას 16 ქვეყნის 28 მიმართულებით სთავაზობს.
  • 2023 წელს Wizz Air kutaisi -მ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით 7513 ფრენა შეასრულა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4151 იყო.

„ჩვენ ბედნიერები ვართ და ვამაყობთ, რომ 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დავასრულეთ, რა გამოიხატება მუდმივად განვითარებადი საავიაციო ქსელით, მოწინავე ფლოტითა და გაუმჯობესებული ოპერაციული მაჩვენებლებით, ინდუსტრიის მდგრადობის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებით. საქართველო Wizz Air-სთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და გვეამაყება, რომ წამყვანი ავიაკომპანია ვართ ქვეყანაში“, – აცხადებს ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ჟაჟა ტრუბეკი.

იმოგზაურე Wizz Air -ით ყველაზე მისაღებ ფასად მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე. დაჯავშნე ავიაბილეთები იაფად და გაემგზავრე საოცნებო ქვეყნების მოსანახულებლად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიUzbekistan Airways -ი ბათუმის აეროპორტიდან იწყებს ოპერირებას
შემდეგი სტატიაGeorgian Airways მგზავრებს ბიზნეს ფრენებ შესთავაზებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments