საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა1 ნოემბერი 20254 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 569 -დან
ათენი31 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 197 -დან
ბარსელონა5 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 407 -დან
ბერლინი15 ოქტომბერი 20252 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 373 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 20257 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან

 

ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი24 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 496 -დან
ალმაატა23 იანვარი 202630 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 959 -დან
ამსტერდამი24 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 549 -დან
ანკარა1 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025AJetავიაბილეთები 298 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 305 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი9 სექტემბერი 202516 სექტემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 243 -დან
ბაქო13 ოქტომბერი 202517 ოქტომბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 498 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი5 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 995 -დან
სტამბოლი31 დეკემბერი 20257 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 342 -დან
სამარა20 ოქტომბერი 202522 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 700 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის რომელ ქალაქში უნდა დაისვენო აგვისტოში?
შემდეგი სტატიარომელ მიმართულებებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები სამოგზაუროდ ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments