საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა23 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 575 -დან
ათენი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
ბარსელონა2 მარტი 20266 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 456 -დან
ბერლინი22 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბრიუსელი15 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 335 -დან

 

ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი23 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 219 -დან
ალმაატა21 იანვარი 202625 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 964 -დან
ამსტერდამი9 აპრილი 202612 აპრილი 2026Transaviaავიაბილეთები 617 -დან
ანკარა12 იანვარი 202612 იანვარი 2026AJetავიაბილეთები 445 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 479 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი31 დეკემბერი 202511 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 251 -დან
ბაქო21 სექტემბერი 202627 სექტემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 592 -დან
დუბაი6 ივნისი 202620 ივნისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 543 -დან
სტამბოლი27 თებერვალი 20261 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 333 -დან
კრასნოდარი23 დეკემბერი 202514 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 280 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის რომელ ქალაქში უნდა დაისვენო აგვისტოში?
შემდეგი სტატიარომელ მიმართულებებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები სამოგზაუროდ ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments