ხორვატიის ქალაქი დუბროვნიკი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. ეს ინფორმაცია ტუროპერატორ Riviera Travel-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

კვლევის ფარგლებში უსაფრთხოების ინდექსი შედგა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დანაშაულის ზრდისა და ამჟამინდელი დანაშაულის დონის გათვალისწინებით. თითოეულ ქალაქს მიენიჭა უსაფრთხოების ქულა, სადაც ყველაზე დაბალი ქულა ყველაზე უსაფრთხო ქალაქს ნიშნავს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი20 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 176 -დან
ბარსელონა2 თებერვალი 20266 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 378 -დან
ბერლინი25 იანვარი 202629 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 237 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202616 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 201 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20263 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 224 -დან

ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

  • დუბროვნიკი, ხორვატია – 44.14 ქულა
  • ტალინი, ესტონეთი – 55.81 ქულა
  • ვარშავა, პოლონეთი – 60.19 ქულა
  • პრაღა, ჩეხეთი – 60.88 ქულა
  • კრაკოვი, პოლონეთი – 64.31 ქულა
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები – 71.09 ქულა
  • მიუნხენი, გერმანია – 73.74 ქულა
  • რეიკიავიკი, ისლანდია – 76.08 ქულა
  • ციურიხი, შვეიცარია – 76.66 ქულა
  • ბუდაპეშტი, უნგრეთი – 76.94 ქულა

როგორც Riviera Travel-ის წარმომადგენელმა, ჯოან ლინმა განაცხადა, რეიტინგი ადასტურებს, რომ ევროპა, კულტურული მრავალფეროვნებისა და სილამაზის გარდა, მოგზაურებს უსაფრთხოების მაღალ დონეს სთავაზობს. ამ ქალაქებში მოგზაურებს შეუძლიათ მშვიდად და უსაფრთხოდ იარონ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAJet-ის ავიაკომპანიამ ელექტრონული მოწყობილობების გადატანა აკრძალა
შემდეგი სტატიაიმოგზაურე უფრო სწრაფად – სტამბოლის აეროპორტში ახალი სისტემა დაინერგა
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments