ხორვატიის ქალაქი დუბროვნიკი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. ეს ინფორმაცია ტუროპერატორ Riviera Travel-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

კვლევის ფარგლებში უსაფრთხოების ინდექსი შედგა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დანაშაულის ზრდისა და ამჟამინდელი დანაშაულის დონის გათვალისწინებით. თითოეულ ქალაქს მიენიჭა უსაფრთხოების ქულა, სადაც ყველაზე დაბალი ქულა ყველაზე უსაფრთხო ქალაქს ნიშნავს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ბარსელონა29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
ბერლინი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
ბრიუსელი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 256 -დან
ბუდაპეშტი3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან

ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

  • დუბროვნიკი, ხორვატია – 44.14 ქულა
  • ტალინი, ესტონეთი – 55.81 ქულა
  • ვარშავა, პოლონეთი – 60.19 ქულა
  • პრაღა, ჩეხეთი – 60.88 ქულა
  • კრაკოვი, პოლონეთი – 64.31 ქულა
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები – 71.09 ქულა
  • მიუნხენი, გერმანია – 73.74 ქულა
  • რეიკიავიკი, ისლანდია – 76.08 ქულა
  • ციურიხი, შვეიცარია – 76.66 ქულა
  • ბუდაპეშტი, უნგრეთი – 76.94 ქულა

როგორც Riviera Travel-ის წარმომადგენელმა, ჯოან ლინმა განაცხადა, რეიტინგი ადასტურებს, რომ ევროპა, კულტურული მრავალფეროვნებისა და სილამაზის გარდა, მოგზაურებს უსაფრთხოების მაღალ დონეს სთავაზობს. ამ ქალაქებში მოგზაურებს შეუძლიათ მშვიდად და უსაფრთხოდ იარონ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAJet-ის ავიაკომპანიამ ელექტრონული მოწყობილობების გადატანა აკრძალა
შემდეგი სტატიაიმოგზაურე უფრო სწრაფად – სტამბოლის აეროპორტში ახალი სისტემა დაინერგა
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted