ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ ინარჩუნებს საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას. 2022 წლის ივნისის თვეში 100%-ით აღდგა მგზავრთა ნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Positive dynamics at Kutaisi interational airport

2019 წელის ივნისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 76,208 მგზავრს მოემსახურა. ხოლო 2022 წელის ივნისში კი – 76,052 მგზავრს.

ასევე დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. აეროპორტში რეისები ივნისის თვეში 21%-ით გაიზარდა და 298 რეისს მოემსახურა, ხოლო 2019 წლის ივნისში – 247 რეისს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამჟამად, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით. 1-ლი აგვისტოდან კი დაემატება პირდაპირი ფრენები პარიზისა და ტალინის მიმართულებით და არსებულ მიმართულებეზე სიხშირეები გაიზრდება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში30%-მდე ფასდაკლება ავიაკომპანია Qatar Airways -სგან
შემდეგი სტატიაWizz Air-ის წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments