მანიფესტი: დაინიშნოს პირდაპირი ფრენები ბარიდან.

მიზანი

დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მრავალი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება ემიგრაციაში. მათი სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც მოკლე ვიზიტებისთვის, ხშირად რთული და ფინანსურად მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, ამ მანიფესტით გვინდა ავიაკომპანიებს დავანახოთ, რამდენი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და საჭირო გარკვეული მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნა.

ავიაკომპანიები ხშირად საკუთარი კომერციული პოლიტიკიდან გამომდინარე ნიშნავენ რეისებს, რაც ყოველთვის არ ითვალისწინებს მგზავრთა ინტერესებს. თუ გარკვეული მიმართულება არ მიიჩნევა მომგებიანად ან სუბსიდირებული არ არის, რეისი შესაძლოა საერთოდ არ დაინიშნოს. ამ მანიფესტით გვსურს, ავიაკომპანიებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და დავარწმუნოთ ისინი, რომ მოთხოვნა არსებობს.

მოთხოვნა

ჩვენ მოვითხოვთ:

  • აღდგეს პირდაპირი ფრენა ბარიდან ქუთაისის მიმართულებით;
  • დაინიშნოს ბარიდან ან ახლომდებარე ქალაქებიდან პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით.

ამ მოთხოვნის შესასრულებლად სასურველია ბიუჯეტური ავიაკომპანიების, როგორიცაა Wizz Air, Ryanair, EasyJet, ჩართვა, რაც მგზავრებს მისცემს ხელმისაწვდომი და კომფორტული რეისების არჩევანის საშუალებას.

რა სარგებელი ექნება ამ ინიციატივას?

პირდაპირი ფრენების დანიშვნა:

  • მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას;
  • შეამცირებს მგზავრობის ხარჯებს;
  • გააძლიერებს ემიგრანტების კავშირს სამშობლოსთან;
  • ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას;
  • გააჩენს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის.

რა არის avia.ge-ს როლი?

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს მანიფესტს და დააფიქსიროს თავისი მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ.

ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გადავცეთ აღნიშნული მოთხოვნები და დავიწყოთ მოლაპარაკებები ახალი რეისების დანიშვნის ან არსებული მარშრუტების განახლების მიზნით.

მანიფესტის მისია

avia.ge-ის მიზანია ემიგრანტებისა და ქართველი მოგზაურების მხარდაჭერა. ჩვენ გავაერთიანებთ ხმას და ავიაკომპანიებს მივაწვდით მოთხოვნას მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების დასამატებლად.

თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ მანიფესტს ჩვენს ვებგვერდზე avia.ge

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

კომენტარი

ქუთაისი მილანი ავიაბილეთები 115 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან მილანში იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მილანი დასვენებისა და მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობების ნახვის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. მილანი იტალიურ აღორძინებას, რენესანსის ეპოქის მშვენიერებასა და...

თბილისი პრაღა ავიაბილეთები 297 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები პრაღაში პრაღა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში. აქ მსოფლიო დონის  ღირსშესანიშნეობები, იუნესკოს ძეგლთა სიაში შეტანილი ისტორიული სანახაობები და ულამაზესი არქიტექტურული სტილები დაგხვდებათ. პრაღაში...

ქუთაისი სალონიკი ავიაბილეთები 79 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები სალონიკში სალონიკი საბერძნეთში სიდიდით მეორე ქალაქია. თუ ზღვის სანაპიროზე სეირნობა, მუზეუმებში ვიზიტი და გართობა ერთ ლოკაციაზე გინდათ ნახოთ, ქუთაისი სალონიკი ავიაბილეთები თქვენთვისაა.სალონიკი საბერძნეთის...

ქუთაისი პრაღა ავიაბილეთები 140 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები პრაღის მიმართულებით პრაღა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქია. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ქალაქი არქიტექტურული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეულია. ქალაქში ბაროკოს, რენესანსისა და...