საზღვარგარეთ მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი აქტივობაა. ადამიანები კვირებითა და თვეებით ადრე ემზადებიან თავიანთი საოცნებო მოგზაურობისთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ასე იყოთ, სიხარულით არჩევდეთ წასაღებ ტანსაცმელს, თითოეულ ნივთს გულდასმით ალაგებდეთ, ამაღლებული განწყობით აეროპორტში მიდიოდეთ, მაგრამ მოულოდნელად გითხრან, რომ ბორტზე არ გიშვებენ.
ბევრ მოგზაურს ჰგონია, რომ თუ უკვე შეძენილი აქვს მაგალითად, თბილისი ფრანკფურტი ავიაბილეთები, ბორტზე აუცილებლად მოხვდება და ფრანკფურტსაც იხილავს. თუმცა რეალობა სხვანაირია. აუცილებელია იცოდეთ, რომ ავიაკომპანის წესები მათ აძლევს სრულ კანონიერ უფლებას, უარი თქვან მგზავრის გადაყვანაზე, თუ ის საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან საერთო კომფორტს.

მგზავრის რეისიდან მოხსნა საკმაოდ სტრესული პროცესია, რომელიც შეიძლება მოულოდნელად მოხდეს. საერთაშორისო საავიაციო სამართლის მიხედვით, თვითმფრინავის კაპიტანსა და ეკიპაჟს აქვთ პრიორიტეტული უფლებამოსილება, მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული პირის ბორტზე დაშვების ან მისი ჩამოქვეითების შესახებ.

ამ ბლოგში, გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მგზავრი ბორტზე არ აუშვან.

5 მიზეზი, რატომ შეიძლება ბორტზე არ აგიშვან

  1. არაფხიზელი მდგომარეობა და აგრესიული ქცევა – როგორც აღვნიშნეთ, ბორტზე მყოფი თითოეული ადამიანის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ ერთი ადამიანი მაინც იწვევს უსაფრთხოების რისკს, აუცილებელია თვითმფრინავიდან გაუშვან. ასეთ რისკს წარმოადგენს ნასვამი მგზავრი, თუმცა მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ “ნასვამობა” სუბიექტური ცნებაა და გადაწყვეტილებას ეკიპაჟი იღებს.
  2. ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ მგზავრი ვიზუალურად ძალიან შეუძლოდ გამოიყურება (მაგ: ძლიერი ხველა, მაღალი სიცხე), პილოტს აქვს უფლება ის ბორტზე არ დაუშვას სხვების უსაფრთხოებისთვის.
  3. ჩაცმულობა და ვიზუალი – ეს ბევრისთვის ალბათ მოულოდნელი სიურპრიზი იქნება. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა მგზავრები მოხსნეს ზედმეტად გამმწვევი ან შეურაცხმყოფელი წარწერების მქონე სამოსის გამო. ასევე, აუცილებელია ფეხსაცმლის ტარებას, ზოგიერთი ავიაკომპანია კრძალავს ფეხშიშველ ფრენას.
  4. ჰიგიენა – ისტორიაში არის რეალური პრეცედენტები, როცა მგზავრი რეისიდან მოხსნეს გაუსაძლისი სუნის გამო, რადგან ეს სხვა მგზავრების კომფორტს არღვევდა.
  5. ეკიპაჟის წევრის შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა – აუცილებელია ბორტგამცილებლების მითითების შესრულება და დამორჩილება. მაგალითად: თუ არ გამორთავთ ტელეფოს ან ღვედს არ შეიკრავთ, პირდაპირ გაგისვებენ თვითმფრინავიდან, რადგან დაუმორჩილებლობა არ შეიძლება.

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Adler/Sochi29 December 202624 February 2027ავიაბილეთები 154 -დან
Milan6 April 202713 April 2027ავიაბილეთები 224 -დან
Geneva4 December 202611 December 2026ავიაბილეთები 260 -დან
Moscow26 December 202611 January 2027ავიაბილეთები 284 -დან
Yerevan9 October 202611 October 2026ავიაბილეთები 294 -დან
Ankara29 October 20269 November 2026ავიაბილეთები 347 -დან
Mineralnye Vody6 October 20267 October 2026ავიაბილეთები 357 -დან
Warsaw7 December 202611 December 2026ავიაბილეთები 363 -დან
Antalya22 October 202629 November 2026ავიაბილეთები 382 -დან
London5 December 202612 December 2026ავიაბილეთები 385 -დან

რაც შეეხება Overbooking-ს, ეს არის სიტუაცია, როდესაც ამ დროს თქვენ ხართ დაზარალებული მხარე. ავიაკომპანია ვალდებულია შეოგთავაზოთ სხვა რეისი, საკვებითა და სასტუმროთი უზრუნველგყოთ და ფულადი კომპენსაცია, 200-დან 600 ევრომდე, გადაგიხადოთ.

ხოლო, თუ ბორტიდან მოხსნა მგზავრის ბრალია, არანაირი კომპენსაცია არ გაიცემა.

როგორ ავირიდოთ კონფლიქტი – რჩევები მშვიდი ფრენისთვის

იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა აეროპორტის გასასვლელთან არ დასრულდეს, საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა: აუცილებელია გაეცნოთ ავიაკომპანიის პოლიტიკას: ბილეთის შეძენისას თვალი გადაავლეთ მგზავრობის პირობებს, განსაკუთრებით ბარგისა და ქცევის წესებს. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მასინაც კი, თუ რეისი გადაიდო ან დააგვიანდა. მაშინაც, თუ მომსახურება არ მოგწონთ, ეკიპაჟთან კონფლიქტი გაოსავალი არ არის. გახსოვდეთ, რომ ბორტგამცილებელი ასრულებს ისტრუქციას და არა საკუთარ პირად სურვილებს.

ასევე, ზომიერება ალკოჰოლთან უმნიშვნელოვანესია. აეროპორტის ბარში დალეული რამდენიმე კოქტეილიც კი შეიძლება თვითმფრინავში ასასვლელად პრობლემა იყოს. ამასთანავე, დაემორჩილეთ მითითებებს, უსაფრთხოებბის ღვედი, ობილური ტელეფონის რეჟიმი და სავარძლის პოზიცია – ეს ის წესებია, რომლებიც თქვენივე უსაფრთხოებისთვისაა შექმნილი და მათი დარღვევა თქვნვე დაგაზიანებთ.

საბოლოოდ, შეგვიძლია ჩვენი მსჯელოიდან დასკვნა გამოვიტანოთ და ვთქვათ, რომ ავიაცია მკაცრი წესების სფეროა, სადაც პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. რადგან ავიაკომპანია ამდენ ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, წესებიც შესაბამისია. იყავით თავაზიანი, დაიცავით წესები და პატივი ეცით გარშემომყოფებს. გახსოვდეთ, რომ თვითმფრინავის ბორტზე თქვენი კომფორტი ეკიპაჟთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz air: დაემშვიდობეთ 2025 წელს და დაგეგმეთ 2026 წლის თავგადასავლები 25%-იანი ფასდაკლებით!
შემდეგი სტატიაTurkish Airlines-ი ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს – სრული განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted