ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის პარიზი ეიფელსის კოშკთან, მოდურ ბუტიკებთან, ლუვრის მუზეუმსა და ახლად გამომცხვარი კრუასანის არომატთან ასოცირდება, თუმცა ე.წ სიყვარულის ქალაქი თავისი ბრჭყვიალა და ნათელი ფასადის მიღმა, 20 მეტრის სიღრმეზე ბნელ საიდუმლოებს მალავს

იქ, სადაც მზის სხივი ვერასდროს აღწევს და ჰაერი საუკუნოვანი სიცივითაა გაჟღენთილი, ექვსი მილიონი ადამიანისთვის პარიზის კატაკომბები სამუდამო თავშესაფრად იქცა 

თუ ყველა სტანდარტული ტურისტული მარშრუტი უკვე გაიარე და ახლა რაიმე განსხვავებულსა და მეტად შთამბეჭდავს ეძებ, გაითვალისწინე, ეს Dark Tourism-ის (ბნელი ტურიზმი) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა მსოფლიოში.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი1 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 105 -დან
ლარნაკა27 თებერვალი 20265 მარტი 2026ავიაბილეთები 120 -დან
პოზნანი5 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 173 -დან
ლიონი17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 209 -დან
სტამბოლი2 აპრილი 20268 აპრილი 2026ავიაბილეთები 224 -დან
ვარშავა26 მარტი 202630 მარტი 2026ავიაბილეთები 231 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026ავიაბილეთები 243 -დან

ისტორიული კატასტროფა: როგორ შეიქმნა ოსუარიუმი

XVIII საუკუნის მიწურულს პარიზი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ქალაქის ცენტრალური სასაფლაოები (განსაკუთრებით “უდანაშაულოთა სასაფლაო”) ისე გადაივსო, რომ ნეშტები მიწის ზედაპირზე ამოდიოდა.

ამან ინფექციების გავრცელება, აუტანელი სუნი და მოსახლეობის მასობრივი ავადმყოფობა გამოიწვია. ვითარება იმდენად კრიტიკული იყო, რომ 1780-იან წლებში პარიზის ხელისუფლებამ რადიკალურ ზომებს მიმართა: ქალაქის ქვეშ არსებული ძველი კირქვის კარიერები მიწისქვეშა საცავებად, ანუ ოსუარიუმებად უნდა გადაქცეულიყო.

1786 წლიდან დაიწყო პროცესი, რომელიც ორ წელს გაგრძელდა. ყოველ ღამე პარიზის ქუჩებში შავი ეტლები მოძრაობდნენ, ეტლებს მიცვალებულთა ნეშტები ქალაქის გარეუბნებში მდებარე შახტებში გადაჰქონდათ. საბოლოოდ,  300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მიწისქვეშა ლაბირინთი შეიქმნა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ ძვალთშესალაგად ითვლება.

მისტიკა, ლეგენდები და აკრძალული ზონები

კატაკომბები მხოლოდ მიცვალებულთა საცავი არაა. ეს ადგილი სავსეა მისტიკით, რომელიც ათასობით მნახველს იზიდავს:

  • დაკარგული სულები:ყველაზე ცნობილი ლეგენდა ეხება ადამიანს რომელიც 1793 წელს ამ მისტიკურ ადგილას დაიკარგა და ცხედარი მხოლოდ 11 წლის შემდეგ იპოვეს, მისი სახელი ფილესტორტ ფრიბერი გახლავთ. ამბობენ, რომ მისი სული  გვირაბებში დღემდე დახეტიალობს.
  • კატაფილები (Cataphiles):ასე ადამიანების საიდუმლო ჯგუფს ეწოდება, ისინი აკრძალულ ზონებში ფარულად შედიან და მიუხედავად იმისა, რომ გვირაბების უდიდესი ნაწილი ტურისტებისთვის დახურულია, კატაფილები იქ წვეულებებს, გამოფენებს და კინოჩვენებებსაც კი აწყობენ.
  • წყევლა:ადგილობრივებში გავრცელებულია რწმენა, რომ ვინც კატაკომბებიდან სუვენირად ძვალს წამოიღებს, მას უბედურება დაედევნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბევრი ტურისტი მაინც რისკავს და შემდეგ ნაქურდალს ფოსტით უკან აბრუნებს, რათა წყევლისგან გათავისუფლდეს.

როგორ ჩავიდეთ პარიზში ყველაზე იაფად

პარიზის მისტიკურ სამყაროს საქართველოდან უპრობლემოდ შეგიძლიათ ესტუმტოთ .

ავიაბილეთები: ავიაკომპანია Wizz Air-ი პირდაპირ რეისებს ასრულებს ქუთაისი პარიზი მიმართულებით . თვითმფრინავი პირდაპირ ბოვეს (Beauvais) აეროპორტში ჩაგაფრენთ.

ფასები: თუ ბილეთებს წინასწარ დაჯავშნით, შესაძლოა 100-200 ლარის ფარგლებშიც კი იპოვოთ, თანაც ორმხრივი გზა. დაზოგილი ბიუჯეტი კი შეგიძლიათ თავად პარიზში, მუზეუმებისა და კატაკომბების დასათვალიერებლად გამოიყენოთ.

ტრანსფერი: ბოვეს აეროპორტიდან პარიზის ცენტრამდე (Porte Maillot) სპეციალური შატლები დადის, რომლებიც ქალაქის შუაგულში დაახლოებით 75 წუთში მიგიყვანთ.

პარიზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, ამიტომ ავიაბილეთების ფასებზე თვალის სადევნებლად გამოიყენეთ avia.ge-ს საძიებო სისტემა, რათა არ გამოგრჩეთ ყველაზე დაბალი ტარიფები.

პრაქტიკული რჩევები Dark Tourism-ის მოყვარულთათვის

როდესაც 130 საფეხურს ჩაივლით და 20 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდებით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. აქ მთელი წლის განმავლობაში სტაბილური +14 გრადუსია.

რა უნდა გაითვალისწინოთდეტალები
ბილეთებიაუცილებელია წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა. დღეში ვიზიტორების ლიმიტირებული რაოდენობა დაიშვება.
ჩაცმულობაჩაიცვით თბილად და კომფორტულად. გვირაბებში ნესტია და იატაკი შესაძლოა სველი იყოს.
ლოკაციაშესასვლელი მდებარეობს Place Denfert-Rochereau-ზე. (მეტრო 4 და 6 ხაზი, RER B).
დროტურს საშუალოდ 45-60 წუთი სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ შიგნით საპირფარეშოები არ არის.

 

პარიზი მხოლოდ ზედაპირზე არ არის ლამაზი – მისი ნამდვილი, შემზარავი და ამავდროულად მომნუსხველი საიდუმლო მიწის ქვეშ იმალება. კატაკომბები გვახსენებს, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს ერთმანეთისგან მხოლოდ 20-მეტრიანი მიწის ფენითა აშორებს. ეს მოგზაურობაა, რომელიც თქვენს წარმოდგენას სინათლის ქალაქზე სამუდამოდ შეცვლის.

თუ გსურთ, საფრანგეთის დედაქალაქის ნამდვილი მისტიკა შეიგრძნოთ,  დაგეგმეთ თქვენი ფრენა დღესვე.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიairBaltic გადამწყვეტ ფაზაშია, შეწყვეტს თუ არა ბაზარზე ოპერირებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments