თანამედროვე სამყაროში ავიახაზები და თვითმფრინავები სწრაფად ვითარდება. ტურისტებსა და უბრალო მოგზაურებს სულ უფრო მეტი კომფორტის მიღება შეუძლიათ. ყოველწლიურ განახლებასთან ერთად, ამჯერად შესაძლოა საუკუნის მიღწევის მომსწრენი გავხდეთ. ბრიტანული კვლევისა და ტექნოლოგიების ცენტრი ამ თემას მართლაც სერიოზულად მიუდგა. ახალი გეგმების მიხედვით, მალე თვითმფრინავის მგზავრებს პანორამული ხედით ტკბობა შეეძლებათ.

ავიაბილეთები და მოგზაურობის გეგმა აქამდე საკმარისი არ იყო. ხშირად მგზავრების უმრავლესობა სწორედ ფანჯარასთან მოხვედრაზე ოცნებობდა. ასეთი სურვილების ასრულება კი ხშირად ძვირი, ან ზედმეტად სწრაფად მოსასწრები სიამოვნება იყო. თუმცა, როგორც ჩანს მალე შესაძლოა საჰაერო მოგზაურობამ ხასიათი მთლიანად იცვალოს.

These-Futuristic-Windowless-Planes-Will-Become-The-Dream-For

მომავლის დიზაინის მქონე თვითმფრინავები ფანჯრების გარეშე დამზადდება. ამის მაგივრად მისი კედლები მთლიანად თხელი ეკრანით იქნება დაფარული. ასეთი სტილის საშუალებით, ყველას შეეძლება ფანჯარასთან ჯდომის სურვილის დაკმაყოფილება. ამას თვითმფრინავის გარედან დამონტაჟებული თანამედროვე კამერები უზრუნველყოფს.

ახალი ელექტროშუქურების კატეგორიის კამერები და ეკრანები სრულიად რეალისტურ გარემოს უზრუნველყოფენ. თქვენ საკუთარი სკამიდან შეძლებთ დაინახოთ რა ხდება მთლიანი თვითმფრინავის ირგვლივ. ამასთანავე, მგზავრებს სხვადასხვა დიზაინით დატკბობაც შეეძლებათ.

ახლებური თვითმფრინავის ავიაბილეთების შეძენის შემთხვევაში, თქვენ ფაქტიურად თანამედროვე ტელევიზორებით დაფარულ კაბინაში მოხვდებით. შესაბამისად, თუ კი რომელიმე ტურისტი დაიღლება ლურჯი ცის ცქერით, ეს პრობლემას სრულიად არ შექმნის. ყველას შეეძლება საკუთარ ეკრანზე სხვადასხვა სახის გამოსახულება გამოიტანოს. მაგალითად, თქვენ შეძლებთ ირგვლივ სახლის კომფორტული ატმოსფეროს ვიზუალი შეიქმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფუფუნება თვალისმომჭრელია, მას თან პრობლემებიც სდევს. ასეთი დიზაინის თვითმფრინავის დეტალების საბოლოო დახვეწას 10–15 წელი დასჭირდება. თუმცა, კრიტიკოსებმა უკვე წამოჭრეს ის იდეა, რომ ზედმეტად ბევრი შუქის ქვეშ მგზავრებს დასვენების საშუალება არ ექნებათ. ბრიტანელი მეცნიერების აზრით კი, ზემოთხსენებულ დროში საკმარისად კარგი ეკრანების დიზაინის შექმნა მარტივი მიზანია. თუ თქვენ ახლავე გსურთ საინტერესო მოგზაურობაში წასვლა, ესტუმრეთ Avia.Ge–ს ბილეთების საძიებო სისტემას და შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისი – პარიზი ავიაბილეთები | tbilisi paris
შემდეგი სტატიაგდანსკის ავიაბილეთები ქუთაისიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments