ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან და მისი მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანს სამი სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. „ჯორჯიან ბასსა“ და „ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად, მგზავრთა ტრანსპორტირებას ახლა უკვე კომპანია „მეტრო ჯორჯიაც“ განახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და, სხვა ოპერატორების მსგავსად, მგზავრებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებში გადაადგილების სერვისს სთავაზობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა, ლევან ცხადაძემ, განაცხადა, რომ მესამე სატრანსპორტო კომპანიის დამატება მგზავრებისთვის კიდევ უფრო მეტ არჩევანსა და კომფორტს უზრუნველყოფს. Metro Georgia განახორციელებს გადაყვანას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა და აღნიშნული სერვისით სარგებლობა.

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 136 -დან
სალონიკი25 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 157 -დან
მილანი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027ავიაბილეთები 167 -დან
კატოვიცა4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 206 -დან
ვარშავა3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 223 -დან
ათენი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 227 -დან
პოზნანი19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 231 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027ავიაბილეთები 252 -დან
ბუდაპეშტი5 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 259 -დან
ვენეცია12 იანვარი 202719 იანვარი 2027ავიაბილეთები 260 -დან

 

Metro Georgia საერთაშორისო ჰოლდინგ „Metro“-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა სატრანსპორტო სექტორში. კომპანიის ავტოპარკი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის დონეს. კომპანია მუდმივად ისწრაფვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რაც მათ ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერად აქცევს.

ქუთაისის აეროპორტთან „მეტრო ჯორჯიას“ თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცებს მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობებს. ბილეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე: metrogeorgia.ge.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიairBaltic-ი 2025 წლის ზაფხულში 4,670 ფრენას აუქმებს
შემდეგი სტატიაMETRO Georgia მეტრო ჯორჯია
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted