ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. საპარკინგე ადგილი დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი. ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

„ავტოსადგომის გაფართოებით, სადაც არსებული 200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი 700 მდე გაიზარდა, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ლანდშაფტის მოწყობა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა8 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 691 -დან
ათენი6 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 240 -დან
ბარსელონა1 ივნისი 20275 ივნისი 2027Wizz Airავიაბილეთები 494 -დან
ბერლინი27 თებერვალი 20276 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 342 -დან
ბრიუსელი25 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 409 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბუდაპეშტი23 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
დორტმუნდი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 367 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 240 -დან

 

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის თანამედროვე ავტოსადგომი, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე, წელს დაგეგმილია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:

  • ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია,
  • ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს მივიღოთ და მოვემსახუროთ ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს‘’ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმოგზაურეთ ქუთაისიდან ყველაზე კომფორტულად და ბიუჯეტურად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings -ი ტრაპიზონის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მუშაობს
შემდეგი სტატიარა სიახლეები იგეგმება 2024 წლის ბოლომდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted