ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. საპარკინგე ადგილი დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი. ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

„ავტოსადგომის გაფართოებით, სადაც არსებული 200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი 700 მდე გაიზარდა, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ლანდშაფტის მოწყობა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty5 October 202612 October 2026FlyArystanავიაბილეთები 780 -დან
Athens22 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
Barcelona11 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
Berlin20 September 202623 September 2026Wizz Airავიაბილეთები 424 -დან
Brussels1 November 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Budapest28 November 20261 December 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund10 December 202617 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Memmingen14 October 202611 November 2026Wizz Airავიაბილეთები 261 -დან
Frankfurt10 November 202624 November 2026Wizz Airავიაბილეთები 286 -დან

 

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის თანამედროვე ავტოსადგომი, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე, წელს დაგეგმილია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:

  • ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია,
  • ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს მივიღოთ და მოვემსახუროთ ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს‘’ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმოგზაურეთ ქუთაისიდან ყველაზე კომფორტულად და ბიუჯეტურად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings -ი ტრაპიზონის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მუშაობს
შემდეგი სტატიარა სიახლეები იგეგმება 2024 წლის ბოლომდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted