თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა – გუშინ, 27 მაისს, ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისში Air Astana -ს ავიაკომპანიამ პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა.
თბილისი ატირაუ ატირაუ თბილისი -ს მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -სთვის სრულიად ახალია. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ეარ ასტანა რეგულარულ ავიარეისებს კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
ყაზახური ავიაკომპანია უკვე აქტიურად ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზე: 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ასტანიდან თბილისში კვირაში ოთხჯერ, ხოლო ალმათიდან თბილისში – კვირაში 10-ჯერ იფრენს. ამასთანავე, ალმათიდან ბათუმის აეროპორტში კვირაში ხუთჯერ შეასრულებს რეგულარულ რეისებს.
Air Astana ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 14 აგვისტო 2025 | 16 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 952 -დან |
ასტანა | 5 სექტემბერი 2025 | 19 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 965 -დან |
ატირაუ, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში. ის არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც გამორჩეულია. ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი 8 კმ-ით არის დაშორებული ცენტრიდან და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც.
ახალი საჰაერო ხაზის დამატება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველო-ყაზახეთს შორის ტურისტულ და ბიზნეს კავშირებს, რაც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907