თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, კიდევ ერთი ავიაკომპანია – Fly Khiva შეემატა. უზბეკურმა ავიაკომპანიამ ტაშკენტი თბილისი თბილისი ტაშკენტი ს მიმართულებით ფრენები უკვე დაიწყო. აღნიშნული რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. პირველმა რეისმა, რომელიც 3 მაისს განხორციელდა, მგზავრები Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით, ტაშკენტიდან თბილისში ჩამოიყვანა.

Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მოიპოვა და ოპერირება თავდაპირველად სატვირთო რეისებით დაიწყო ევროპის, ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მიმართულებებზე. სამგზავრო ფრენების შესრულება Fly Khiva-მ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და საქართველო ამ კომპანიის ერთ-ერთი პირველი სამგზავრო მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტი -დან ტაშკენტის მიმართულებით ასევე ოპერირებებ Centrum Air და Uzbekistan Airways -იც.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202525 მაისი 2025Centrum Airავიაბილეთები 777 -დან
17 ივნისი 202524 ივნისი 2025Centrum Airავიაბილეთები 919 -დან
4 ივლისი 202511 ივლისი 2025Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 849 -დან

ამ ეტაპზე Fly Khiva-ს ფლოტი შედგება სატვირთო Boeing 767-300-ებისგან და ორი Boeing 757-300 სამგზავრო თვითმფრინავისგან, რომლებიც აღჭურვილია ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 სავარძლით.

„ტავ ჯორჯიასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც დაიწყებს რეისების შესრულებას. ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე რეისები ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით სულ 8 ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას, ხოლო ბათუმის აეროპორტში კიდევ 2 ახალი გადამზიდველი გამოჩნდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები 2025 წელს – Skytrax-ის რეიტინგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments