თუ თქვენ ეძებთ მომხიბვლელ ადგილს ევროპის ცენტრში, ჩეხეთის რესპუბლიკა არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების უმეტესობა პრაღაში მიემგზავრება, ქვეყანაში ბევრად მეტი ისტორიული ქალაქია მოსანახულებელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, განსაცვიფრებელი ბუნებრივი ხედებითა და ზღაპრიდან “ამოგლეჯილი” არქიტექტურის სახით.

ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსებულია 2000-ზე მეტი ციხე, უამრავი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ქვეყანა სავსეა შუა საუკუნეების ხიდებით, კოშკებითა და ციხესიმაგრეებით.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს ევროპულ სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია ჩეხეთის რესპუბლიკის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

1. პრაღა

ქალაქი სავსეა არქიტექტურული მაგიით: ბაროკოს სასახლეები და გოთიკური ტაძრები შერეულია კუბისტური და არტ ნუვოს შენობებთან მთელს ქალაქში. პრაღის მოცეკვავე სახლი თანამედროვე ფოლადისა და მინის არქიტექტურის ოდაა, ხოლო მისი 600 წლის ასტრონომიული საათი ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ნაგებობაა ძველ ქალაქში.

შუა საუკუნეების ჩარლზის ხიდის კოშკი და ძველი მერიის კოშკი მთავარ მოედანზე საუკეთესო ადგილია ქალაქზე ულამაზესი ხედების სანახავად. შთამბეჭდავი ხედი იშლება ასევე მე-9 საუკუნის პრაღის ციხიდან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ ციხე-კომპლექსად.

პრაღაში განთავსებულია 100-ზე მეტი მუზეუმი, მათ შორის ადგილობრივი მწერლის ფრანც კაფკასადმი მიძღვნილი მუზეუმი. ასევე არ უნდა გამოტოვოთ მე-12 საუკუნის სტრახოვის ბიბლიოთეკა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ბიბლიოთეკად ითვლება.

2. ჩესკი კრუმლოვი

ჩესკი კრუმლოვი არის ჩეხეთის დედაქალაქის პატარა ვერსია და შესანიშნავი საწყისი წერტილი ქვეყნის სამხრეთის შესასწავლად. ქალაქის ძველი ქალაქის ცენტრით და მისი ქვაფენილიანი ქუჩებით შესანიშნავი ადგილია ფეხით გასასეირნებლად.

ჩესკი კრუმლოვის ციხე არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ეს ციხე-კოშკი თავისი საოცარი ხედებით ქალაქზე იზიდავს უამრავ ვიზიტორს. ქალაქში ასევე არის ჩეხეთის ერთადერთი ბაროკოს თეატრი, რომელიც აშენდა 1682 წელს.

3. კარლოვი ვარი

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სპა ქალაქი კარლოვი ვარი არის მრავალი ცხელი წყაროს სახლი, რომელსაც გააჩნია აღდგენითი თვისებები. აქ უხვადაა სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომლებიც გთავაზობთ ყველაფერს, კლასიკური მასაჟიდან დაწყებული, სამკურნალო აბანოებით დამთავრებული.

ფერადი ნეო-ბაროკოსა და ნეო-რენესანსის შენობები კარლოვი ვარის უნიკალურ არქიტექტურულ იერს აძლევს, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის სხვა ქალაქებში ვერ შეხვდებით. მოზერის მუზეუმი, რომელიც ეძღვნება მინის დამზადების ცნობილ ჩეხურ ტრადიციას, ასევე საუკეთესო ადგილია მოსანახულებლად.

კარლოვი ვარიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში მდებარეობს მე-12 საუკუნის ლოკეტ ნად ოჰრის ციხე, რომლის ასევე ღირს მოსანახულებლად. მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ციხე ორიგინალური რეზიდენციებით, ფაიფურის და ცეცხლსასროლი იარაღის უზარმაზარი კოლექციებით და რკინის მეტეორიტით, რომელიც სოფელში 1400-იან წლებში ჩამოვადა.

4. ბრნო

ჩეხეთის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქი დიდ ყურადღებას არ იქცევს, მაგრამ ბრნოში უამრავი საინტერესო რამ არის გასაკეთებელი, თუ იცით რა უნდა ნახოთ. ბრნოს ქალაქის ცენტრში დომინირებს წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრნოს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პრაღას, როდესაც საქმე ეხება მუზეუმების დიდ რაოდენობას, თუმცა, ქალაქს აქვს რამდენიმე უნიკალური ვარიანტი. ეწვიეთ ბოშური კულტურის მუზეუმს, მიწისქვეშა 10-Z ბირთვულ თავშესაფარს ან ეწვიეთ ბრნოს ქალაქის მუზეუმს შპილბერკის ციხესიმაგრეში.

5. ბოჰემური შვეიცარიის ეროვნული პარკი

ქვიშაქვის მთები, კლდოვანი ლაბირინთები და ღრმა ხეობები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე განსაცვიფრებელი ადგილია. პარკი ცნობილია იმით, რომ არის Pravčická brána-ს სახლი, ევროპაში ყველაზე დიდი ქვიშაქვის კლდის თაღი, რომლის სიმაღლე 16 მეტრია და სიგანე თითქმის 27 მეტრს აღწევს. პარკი მდებარეობს საქსონური შვეიცარიის ნაციონალურ პარკთან.

ბოჰემური შვეიცარიის ეროვნული პარკის სხვა დიდ ღირსშესანიშნაობებს შორის არის მდინარე კამენიცის ხეობები, სადაც მებორანენი მოგაცილებენ ვიწრო ქვიშაქვის გადასასვლელებთან და ჩანჩქერებთან.

თუ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ჩეხეთს, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ მოვხვდეთ ბარსელონას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც მალტაში უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments