აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე აზერბაიჯანი, ულამაზესი ქვეყანაა, რომელიც ცნობილია კასპიის ზღვაზე გაშენებული მშვენიერი კურორტებით, ტალახის ვუკლანებით, უძველესი მეჩეთებითა და ბრწყინვალე თანამედროვე არქიტექტურით. ქვეყანა ასევე მდიდარია ისტორიით, კულტურითა და უგემრიელესი კერძებით.

აზერბაიჯანში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ისეთი ტურისტული ადგილებით, როგორიცაა აბშერონის ეროვნული პარკი, ქალწულის კოშკი, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი და მრავალი სხვა.

უმეტესობის აზრით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ერთადერთია, სადაც შესაძლებელია გამგზავრება და სიამოვნების მიღება, თუმცა ეს ასე არ არის. ქვეყანაში ბევრია შეუსწავლელი ქალაქი, რომლებიც სრულფასოვან თავგადასავლებს გპირდებათ.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს ქვეყანაში. აქ მოცემულია აზერბაიჯანის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

1. ბაქო 

კასპიის ზღვის გასწვრივ მდებარე ბაქო ულამაზესი ქალაქია, რომელიც ასევე აზერბაიჯანის დედაქალაქს წარმოადგენს. ქალაქი გვთავაზობს ძველისა და ახლის ფანტასტიკურ ნაზავს ფუტურისტულ ცათამბჯენებთან, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი მეჩეთებსა და სხვა ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად.

ტურისტებში აქტუალურია ადგილობრივი საკვების დაგემოვნება, შუა საუკუნეების სასახლეების შესწავლა, მუზეუმების მონახულება და ქალაქში გასეირნება, უფრო მრავალფეროვანი არქიტექტურის სანახავად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა და ბაქოს სავიზიტო ბარათი “ცეცხლის ცათამბჯენები”-ა, რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს. მისი დიდებულების ხილვა კი ღამით შეგიძლიათ.

ბაქოში შეგიძლიათ მოინახულოთ გალავნით შემოსაზღვრული ძველი ქალაქი, რომელსაც ადგილობრივები იჩერის-შეჰერს უწოდებენ და ის ქალაქის ისტორიული გულია. ეს არის იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი და გვთავაზობს წარმოუდგენელ გამოცდილებას ბაქოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შესახებ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მე-12 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრის კედელი, რომელიც მე-16 საუკუნემდე ეხმარებოდა ქალაქს დაცვაში. ასევე, იუნესკოს კიდევ ერთი მემკვიდრეობის ძეგლი, ქალწულის კოშკია, რომელიც შესაძლოა მე-5 მე-6 საუკუნეებშია აშენებული. პირველი მოსაზრებით, კოშკი ადგილობრივების თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი იყო, მერე მოსაზრებით კი, მისი დახმარებით, ცდილობდნენ შეესწავლათ მთვარე და სხვა ციური სხეულები და ბოლოს, ზოგი თვლის, რომ კოშკი იყო ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი და ზემოდან, ის ბუტას ჰგავს, ცეცხლისა და სინათლის სიმბოლოს.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი არქიტექტორის – ზაჰა ჰადიდის დაპროექტებული, ჰეიდარ ალიევის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ აქ საერთაშორისო გამოფენები რეგულარულად იმართება, ცენტრში ძირითადად ადგილობრივი კულტურის ნიმუშებია წარმოდგენილი.

2. ქალაქი განჯა

ganja baku

განჯა დასავლეთ აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქია ბაქოსა და სუმქაიტის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი სავსეა უძველესი მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებიც სავსეა უმაღლესი კლასის რთული ნამუშევრებითა და მოპირკეთებულია ლურჯი ფილებით. აზერბაიჯანის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილისკენ მიმავალ გზაზე თქვენ ასევე შეძლებთ დატკბეთ მილიონობით არქეოლოგიური ადგილით.

განჯა არის საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობების სახლი, მათ შორისაა თეატრები, მუზეუმები, სათავგადასავლო ლაშქრობები, განსაცვიფრებელი ბუნება და ისტორიული ძეგლები.

3. შაქი

შაქი არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში და ითვლება რომ ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა მთელ კავკასიაში. როგორც ამბობენ, ის 2500 წლით თარიღდება. ეს ადგილი შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად, რომელიც უნდა მოინახულოთ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს.

ეს ქალაქი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია აზერბაიჯანში. ის გამოირჩევა ულამაზესი სახლებით, ნათელ ფერებში შეღებილი კარიბჭეებით, ცოცხალი კაფეებით, შთამბეჭდავი ხეებით, ქვის შენობებითა და მოკირწყლული ქუჩებით.

შაქიში ყოფნისას შეგიძლიათ ეწვიოთ შაქი ხანის თვალწარმტაც სასახლეს, რომელიც მთლიანად ლურსმნების გარეშეა აგებული და მე-18 საუკუნით თარიღდება. აქვეა, სამი წმინდანის ეკლესია, რომელიც მდებარეობს საზაფხულო სასახლის კომპლექსში. ამ ქალაქში ასევე არის, მეჩეთები და უძველესი აბანოებიც კი.

4. გრასუს ტალახის ვულკანი

ბევრმა ვიზიტორმა შეიძლება არ იცოდეს, რომ აზეირბაიჯანს მსოფლიოში ყველაზე მეტი ტალახის ვულკანი აქვს, რომლებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მათი რაოდენობა 350-ს აღწევს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარასუს ვულკანია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 350 მეტრ სიმაღლეზე და ცნობილია, რომ ჰაერში 1000 მეტრზე მაღლა ასხამს ტალახს. ამბობენ, რომ პირველად ტალახის ვულკანები აზერბაიჯანში 25 მილიონი წლის წინ ამოიფრქვა და გარასუს სტუმრები ხშირად ამბობენ, რომ ის მთვარის ზედაპირს ჰგავს!

5. აფშერონის ეროვნული პარკი

აფშერონის ეროვნული პარკი

ამ თვალწარმტაცი ეროვნული პარკის მონახულებითთქვენ გაეცნობით აზერბაიჯანის მრავალფეროვან ველურ ბუნებას. აბშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ მწვერვალზე მდებარე ეროვნულ პარკში ფლორისა და ფაუნის დაახლოებით 50 სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიაა, ეს ადგილი მთელი წლის განმავლობაში უამრავ ვიზიტორს იზიდავს, განსაკუთრებით კი ველური ბუნების მოყვარულებს.

გაემგზავრეთ აზერბაიჯანის ამ შთამბეჭდავი ქალაქების მიმართულებით. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც თურქეთში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაროგორ მოვხვდეთ ბერლინში ბრანდენბურგის აეროპორტიდან?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments