ბოლო პერიოდში ევროპული აეროპორტები მინიმალურ გადაჯდომის დროს ზრდიან (MCT – Minimum Connecting Time), რაც წარმოადგენს აუცილებელ ინტერვალს, რომელიც მგზავრებს ფრენებს შორის გადასასვლელად სჭირდებათ.

ზოგიერთი ავიაგადამზიდავი გადაკდომისთვის მცირე ინტერვალებს განსაზღვრავდა, რაც სპეციალისტების აზრით, საერთაშორისო სამგზავრო ნაკადებში უპირატესობის მოპოვების მცდელობა იყო. ზოგადად, დაჯავშნის სისტემებში კომპანიები, რომლებსაც უფრო მოკლე გადაჯდომის დრო აქვთ, უფრო თვალსაჩინო პოზიციებს იკავებენ. თუმცა, ამ ტენდენციაში ცვლილებები უკვე შეიმჩნევა.

ძირითადი ცვლილებები:

  • ფრანკფურტის აეროპორტი: 2025 წლის 30 მარტიდან ფრანკფურტის აეროპორტში Lufthansa-ს ფრენებისთვის მინიმალური გადაჯდომის დრო სტანდარტულად 60 წუთი იქნება. აქამდე ზოგიერთ მარშრუტზე შესაძლებელი იყო 45-50 წუთიანი გადაჯდომა, თუმცა ეს გამონაკლისი უქმდება.
  • ამსტერდამის სქიფოლის აეროპორტი: KLM რეკომენდაციას უწევს მინიმუმ 40 წუთს შენგენის ზონაში გადაჯდომისთვის. თუ მგზავრს სჭირდება არაშენგენის ქვეყნიდან გადაჯდომა, პასპორტის კონტროლის გათვალისწინებით, მინიმალური დრო 50 წუთამდე იზრდება.
  • პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი: გადაჯდომისთვის მინიმალური დრო ერთსა და იმავე ტერმინალში 60 წუთია, ხოლო სხვადასხვა ტერმინალებს შორის გადაადგილებისთვის რეკომენდებულია 90 წუთი.
  • ლონდონის ჰითროუს აეროპორტი: ამავე ტერმინალში გადაჯდომისთვის მინიმალური დრო 75 წუთია, ხოლო ტერმინალებს შორის გადაადგილების შემთხვევაში – 90 წუთი.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი26 იანვარი 20261 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა7 სექტემბერი 202610 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 978 -დან
ამსტერდამი18 ივნისი 202628 ივნისი 2026Transaviaავიაბილეთები 551 -დან
ანკარა16 მარტი 202622 მარტი 2026AJetავიაბილეთები 284 -დან
ათენი12 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 383 -დან
აბუ დაბი18 აპრილი 202624 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 529 -დან
ანტალია4 მარტი 202611 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 328 -დან
ბაქო6 თებერვალი 202626 თებერვალი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 508 -დან
ბელგრადი4 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 766 -დან
ბერლინი24 იანვარი 202628 იანვარი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 013 -დან

ევროპული აეროპორტების მიერ მინიმალური გადაჯდომის დროის გაზრდა მიზნად ისახავს მგზავრთა ნაკადის უფრო ეფექტურად მართვას და ფრენებს შორის კავშირის საიმედოობის გაუმჯობესებას. ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი და გადატვირთული აეროპორტებისთვის, სადაც უსაფრთხოების პროცედურები, პასპორტის კონტროლი და ტერმინალებს შორის გადაადგილება მეტ დროს მოითხოვს. შესაბამისად, მგზავრებს ურჩევენ, დაგეგმონ მგზავრობა წინასწარ, გაითვალისწინონ განახლებული გადაჯდომის დრო და შეარჩიონ ოპტიმალური ფრენები კომფორტული და უწყვეტი მგზავრობისთვის.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი შეთანხმება – საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments