Lufthansa-ს დირექტორმა, იენს რიტერმა, განაცხადა, რომ შესაძლოა კომპანიამ ფრენები შეაჩეროს გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბრემენში, დრეზდენში, კიოლნში, ლაიფციგში, მიუნსტერში, ნიურნბერგსა და შტუტგარტში. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ავიაკომპანია ლუფთანზა საქართველოში, თბილისის აეროპორტის მიმართულებით ოპერირებს და რეისებს თბილისი მიუნხენი მიუნხენი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად გვთავაზობს.
თბილისი მიუნხენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
26 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 423 -დან |
14 ოქტომბერი 2025 | 26 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 024 -დან |
7 ნოემბერი 2025 | 8 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 823 -დან |
5 დეკემბერი 2025 | 17 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 806 -დან |
რატომ იქმნება ფინანსური პრობლემები?
რიტერი ამბობს, რომ Lufthansa-სთვის გარკვეული მარშრუტები შესაძლოა წამგებიანი გახდეს გერმანიის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო. ამ ბიუჯეტით, ავიაკომპანიებს ხარჯები ეზრდებათ, მაგრამ შეღავათები არ ეძლევათ.
რა დაპირება არ სრულდება?
მთავრობის ეს მიდგომა ეწინააღმდეგება CDU/CSU-სა და SPD-ის კოალიციურ შეთანხმებას, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ისინი შეამცირებდნენ გადასახადებსა და მოსაკრებლებს ავიაციაზე.
რა სტატისტიკას გვიჩვენებს?
ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ავიაგადასახადები და მოსაკრებლები ძალიან მაღალია. 2019 წლიდან 2024 წლამდე ეს ხარჯები 38%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ევროპაში საშუალოდ 26%-ით მოიმატა.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907