ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა განაცხადა, რომ პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში, მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის გამო წყვეტს. ეს შეფერხება გამოწვეულია მასშტაბური ხანძრით, რომელიც ახლოს მდებარე ელექტროსადგურში გაჩნდა. აღნიშნული სიტუაცია სერიოზულად აბრკოლებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამგზავრო აეროპორტს – ამ პერიდში დაგეგმილი რამდენიმე რეისი უკან დაბრუნდა ან გადამისამართდნენ სხვა აეროპორტებში.
აეროპორტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ხანძარი ელექტროსადგურის ტრანსფორმატორში მოხდა, რომელიც ჰითროუს ელექტროენერგიით ამარაგებს. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტი დაიკეტა და ფრენები 21 მარტის 23:59 საათამდე არ შესრულდება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეფერხებები მომდევნო დღეების განმავლობაში.
თბილისი ლონდონი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
8 აპრილი 2025 | 29 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 644 -დან |
20 მაისი 2025 | 27 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 533 -დან |
7 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 576 -დან |
ჰითროუს აეროპორტში შექმნილი საგანგებო სიტუაცია სერიოზულ გავლენას ახდენს ფრენების გრაფიკზე. მგზავრებისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად ადევნონ თვალი ოფიციალურ ინფორმაციას, რათა თავი აარიდონ სირთულეებს.
თუ ლონდონის ჰითროუს აეროპორში დაგეგმილი გაქვთ ფრენა, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ოფიციალურ განცხადებებსა და სიახლეებს, რადგან მომდევნო დღეებში ფრენების შეფერხებაა მოსალოდნელი. გადაამოწმეთ თქვენი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ნუ გაემგზავრებით აეროპორტში წინასწარი გადამოწმების გარეშე.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკეთ: 551 907 907